ბიგეტრიკი 10 მგ + 200 მგ
ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Domperidone + Simethicone
ინსტრუქცია
ბიგეტრიკი
საერთაშორისო დასახელება - domperidol, simethicone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #20
ბიგეტრიკის ტაბლეტები:
თითოეული ტაბლეტი შიცავს:
დომპერიდონი 10.000 მგ, სიმეთიკონი 200.000 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი 12.059 მგ, კალციუმის კარბონატი 194.100 მგ, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი 208.200 მგ, მიკოკრისტალური ცელულოზა 62.300 მგ, პოვიდონი K-30 83.800 მგ, ნატრიუმის საქარინი 0.600 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 22.900 მგ, მაგნიუმის სტეარატი 5.880 მგ.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: ბიგეტრიკი — პრეპარატი ღებინებისა და გაზების დაგროვების წინააღმდეგ
ჩვენებები
გასტროკინეზური, ღებინების და გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატი.
მიღების წესები და დოზები
ბიგეტრიკის ტაბლეტები: 1-2 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, ნაწლავის სპაზმი, შაკიკი, ძილიანობა, ნევროზი, ქავილი.
ანტაგონისტები და ანტიდოტები:
არ წარმოდგენილა
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. თუმცა დომპერიდონზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა, ორსულებებში პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია მისი რისკის შეფასება.
განსაკუთრებული მითითებები
იგი არ გამოიყენება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ისინი ამცირებენ ბიგეტრიკის თერაპიულ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 17.08.2023
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.