ბილობილი 40 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ბილობილი 40 მგ

კაფსულა, №20 · მოქმედი ნივთიერება: _

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 15.90 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

ბილობილი
BILOBIL

საერთაშორისო სახელწოდება
Ginko biloba

წამლის ფორმა
კაფსულები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 40 მგ
(სტანდარტიზირებული 9.6 მგ გინკოს ფლავონური გლიკოზიდების და 2.4 მგ ტერპენის ლაქტონების (გინგკოლიდები და ბილობალიდები) შემცველობამდე 40 მგ-ში).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

აღწერილობა
შოკოლადისფერ-ყავისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოყვითალო-ყავისფერ ფხვნილს უფრო მუქი ფერის ხილული ნაწილაკებით.

იხილეთ ბლოგი: რისი წამალია ბილობილი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულირება, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
- ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა,
- შფოთვის, შიშის შეგრძნება,
- თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სიხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ინიშნება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არა ნაკლებ 3 თვეს.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.

ორსულობა და ლაქტაცია
ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზა
დღეისათვის პრეპარატის ბილობილი ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა
40 მგ კაფსულები, 10 კაფსულა ბლისტერში. შეფუთვაში 2 ან 6 ბლისტერი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 25.05.2022

ანალოგები · _ 40 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ვობილონი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №30 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-035360
მოქმედების ვადა25.05.2027
რეგისტრაციის მფლობელიKRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
მწარმოებელიKRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა40მგ კაფსულა №20 (2X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 15.12.2026

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.