ბისეპტოლი 480 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

ბისეპტოლი 480 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Sulfamethoxazole + Trimethoprim

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

ბისეპტოლი

(BISEPTOL)

CO-TRIMOXAZOLE

Pharmaceutical works POLFA in Pabianice, პოლონეთი

ათქ კლასიფიკაციის კოდი

J01EE01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სულფამეტოქსაზოლი . . . . . 100 მგ

ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 20 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სულფამეტოქსაზოლი . . . . . 400 მგ

ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 80 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მიკრობების საწინააღმდეგო სულფანილამიდური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორი აქტიური ნივთიერების - ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.

პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.

ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

ჩვენებები

სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.

ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტოპტიმზე - 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე 30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით.

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და 480 მგ ტაბლეტი საღამოს.

გვერდითი მოვლენები

ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.

ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 13.06.2024

ანალოგები · Sulfamethoxazole + Trimethoprim 480 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ბისეპტოლი იაფი Adamed Pharma S.A, პოლონეთი №28 16.60 ₾
ბისეპტოლი Adamed Pharma S.A, პოლონეთი №20 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041280
მოქმედების ვადა13.06.2029
რეგისტრაციის მფლობელიAdamed Pharma S.A. (პოლონეთი)
მწარმოებელიAdamed Pharma S.A, პოლონეთი
იმპორტიორი შპს „გეა“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა480მგ (400მგ + 80მგ) ტაბლეტი №20 (1X20)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაციები, წარმოებულების ჩათვლით
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 03.07.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.