ინსტრუქცია
წამლის ფორმა: 25მგ ან 50მგ-იანი ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
გამოყენების ჩვენება:
არტერიული ჰიპერტენზია (მ.შ. რენოვასკულარული);
გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ
პაციენტებში კლინიკურად სტაბილური მდგომარეობით;
დიაბეტური ნეფროპათია 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს.
დოზირება და მიღების წესი:
საწყისი დოზა შეადგენს 6.25 – 12.5მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. არასაკმარისი ეფექტის დროს დოზას
თანდათან ზრდიან 25-50მგ-მდე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150მგ-ს.
უკუჩვენებები:
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილისა
და სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება
უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, პარესთეზიები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია, იშვიათად - ტაქიკარდია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გემოვნების
შეგრძნების დარღვევა, იშვიათად – მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის
ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ცალკეულ შემთხვევებში –
ქოლესტაზი, ერთეულ შემთხვევებში - პანკრეატიტი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, აციდოზი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად - კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი,
შრატისმიერი დაავადება, ლიმფოადენოპათია
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 24.03.2026
ანალოგები · Captopril 50 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| კაპტორილი იაფი | — | №50 | 6.51 ₾ |
| კაპტოპრილი | Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი | №20 | 8.00 ₾ |
| კაპტოპრილი ნორმონი | LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი | №30 | 11.46 ₾ |
| კაპტოპრილი პოლფარმექსი | Polfarmex S.A., პოლონეთი | №30 | 11.46 ₾ |
| კაპტოპრილი | GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო | №50 | 18.39 ₾ |
| კაპტი | AVERSI-RATIONAL Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medinfar Manufacturing, S.A.(პორტუგალია)), საქართველო | №60 | — |
| კაპტოპრილი-50 | DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში | №100 | — |
| კაპტოპრილი-50 | DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში | №100 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.