ბრიზეზი L 10 მგ + 5 მგ
ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Levocetirizine dihydrochloride + Montelukast sodium
ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ბრიზეზი-L 10/5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ/5 მგ,
მონტელუკასტ ნატრიუმის და ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი, შესაძლოა კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირებს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.
- ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვის შემხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
- ზედმიწევნით შეასრულეთ ამ ფურცელ-ჩანართში არსებული მითითებები. არ მიიღოთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა.
- თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე ფურცელ-ჩანართი:
1. რა არის ბრიზეზი-L 10/5 და რისთვის გამოიყენება ის.
2. რა უნდა იცოდეთ ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენებამდე.
3. როგორ მიიღება ბრიზეზი-L 10/5.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
5. ბრიზეზი-L 10/5-ის შენახვის წესი.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
1. რა არის ბრიზეზი-L 10/5 და რისთვის გამოიყენება ის
აქტიური ნივთიერების სახით ბრიზეზი-L შეიცავს 10 მგ მონტელუკასტ ნატრიუმს და 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
ლევოცეტირიზინი წარმოადგენს ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინურ საშუალებას. ანტიჰისტამინური საშუალებები ბლოკავენ ჰისტამინის მოქმედებას და აშორებენ ალერგიის სიმპტომებს.
მონტელუკასტი არის ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს ნივთიერებებს სახელწოდებით ლეიკოტრიენები, აუმჯობესებს ასთმის სიმპტომებს და ალერგიული რინიტის მიმდინარეობას. მონტელუკასტი არ არის სტეროიდი (ორგანული ლიპიდური ნაერთი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტეროლთან).
ბრიზეზი-L 10/5 გამოიყენება ალერგიული რინიტის და ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ.
ბრიზეზი-L 10/5 ასევე გამოიყენება 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში კანის დაავადების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ანტიჰისტამინების მიმართ რეზისტენტული ალერგიით (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება).
2. რა უნდა იცოდეთ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებამდე
აცნობეთ ექიმს ყველა იმ სამედიცინო პრობლემის ან ალერგიის შესახებ, რომელიც ამჟამად გაქვთ ან გქონიათ.
არ მიიღოთ ბრიზეზი-L 10/5 თუ:
- გაქვთ ალერგია ბრიზეზი-L 10/5-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან ქიმიურ ნივთიერებებზე, რომელთაც ეწოდება პიპერაზინის წარმოებულები.
- გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმელების მძიმე უკმარისობა 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით).
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბრიზეზი-L-ის მიღებისას.
- ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ფორმა არ იძლევა დოზის შესაბამისი კორექციის საშუალებას.
- სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლთან მიმართებაში. ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინის რაცემატი არ ზრდის ალკოჰოლის ეფექტს.
- თუ ვერ შეძელით შარდის ბუშტის დაცლა (ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება ან პროსტატის ჰიპერპლაზია), საჭიროა მიმართოთ ექიმს.
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი ასთმის მიმდინარეობა ან სუნთქვა გაუარესდება.
- მწვავე ასთმის შეტევის დროს ბრიზეზი-L 10/5-ის ეფექტურობა არ არის დადასტურებული. ასთმის შეტევის კუპირებისთვის ყოველთვის თან უნდა გქონდეთ საინჰალაციო საშუალება.
- ასთმის საწინააღმდეგო ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის მითითებების მიხედვით. ბრიზეზი-L 10/5-მა არ უნდა შეცვალოს თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სხვა მედიკამენტი.
- ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე მყოფმა ნებისმიერმა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუ განუვითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, უნდა მიმართოთ ექიმს.
- ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებისას არ უნდა მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ასევე ცნობილი როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუ ისინი იწვევენ ასთმის გამწვავებას.
- თუ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებისას განიცდით გუნება-განწყობის ცვლილებებს (გადაჭარბებული აქტუირობა, აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა, შფოთვა, დეპრესია, ანომალური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სომნამბულიზმი, სუიციდური აზრები და ქცევა, თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით, ტრემორი) აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
ბრიზეზი-L 10/5-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლთან მიმართებაში. ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინის რაცემატი არ ზრდის ალკოჰოლის ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გამოყენება ორსულობის დროს
ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქალებმა რომლებიც არიან ორსულად ან გეგმავენ ორსულობას, ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. თუ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი შეაფასებს, შეგიძლიათ თუ არა ბრიზეზი-L-ის მიღება ამ პერიოდში. აუცილებელი საჭიროების გარდა, ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
გამოყენება ძუძუთი კვების დროს
არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
გარკვეულმა გვერდითმა მოვლენებმა (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომლებიც ძალიან იშვიათად არის აღწერილი მონტელუკასტთან დაკავშირებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზოგიერთ პაციენტში.
ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდით მკურნალობისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, დაღლილობა და გამოფიტვა. თუ აპირებთ ავტომობილის მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმების გამოყენებას, რეკომენდებულია, პირველ რიგში დაელოდოთ და დააკვირდეთ თქვენს რეაქციას მედიკამენტზე. თუმცა, სპეციალური ტესტების შედეგად გონებრივი სიფხიზლის, რეაქციის უნარის ან ავტომობილის მართვის უნარის დაქვეითება არ გამოვლენილა ჯანმრთელ პირებში ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზით მიღების შემდეგ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრიზეზი-L-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბრიზეზი-L-ის აპკიანი გარსით დაფარულის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრიზეზი-L 10/5-ის მოქმედებაზე, ან ბრიზეზი-L 10/5-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილი პრეპარატები.
ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედება:
მგრძნობიარე პაციენტებში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სიფხიზლეზე.
მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედება:
ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
• ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
• ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
• რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალოდ);
• გემფიბროზილი (გამოიყენება პლაზმაში (სისხლის თხევადი ფრაქცია, რომელიც არ შეიცავს უჯრედებს) ლიპიდების მომატებული დონის სამკურნალოდ).
თუ თქვენ ახლო წარსულში ღებულობდით ან ღებულობთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.
3. როგორ მიიღება ბრიზეზი-L 10/5
15 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, ჩივილების ტიპისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს (ალერგიით გამოწვეული კანის დაავადება), მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტში. ამიტომ, საჭიროა მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.
მიღების გზა და მეთოდი:
ბრიზეზი-L 10/5 მიიღება პერორალურად, მთლიანი ტაბლეტი, წყლის მიყოლებით, საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს ან დაიფხვნეს.
ბავშვები:
ბრიზეზი-L 10/5-ზე გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
არ მისცეთ ბრიზეზი-L 10/5 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ხანდაზმული პაციენტები:
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ უფრო დაბალი დოზები, დაავადების სიმძიმის მიხედვით. ბავშვებში დოზა განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში.
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია დაბალი დოზის დანიშვნა, დაავადების სიმძიმის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ შეამჩნევთ, რომ ბრიზეზი-L 10/5-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი ბრიზეზი-L 10/5
მოზრდილებში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა. ბავშვებში ძილიანობა შეიძლება გამოვლინდეს აგზნების შემდეგ.
მონტელუკასტის დოზის გადაჭარბებისთვის გვერდითი ეფექტები არ არის ხსენებული. დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მოზრდილებსა და ბავშვებში არის მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.
საჭიროზე მეტი ბრიზეზი-L 10/5-ის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღება
ეცადეთ მიიღოთ ბრიზეზი-L 10/5 დანიშნულებისამებრ. თუმცა, თუ გამოგრჩათ დოზა, განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივი გრაფიკით - ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღებას
მოსალოდნელი არ არის არანაირი მავნე ზემოქმედება, თუ ბრიზეზი-L 10/5 გამოიყენება რეკომენდებულზე ნაკლები ხანგრძლივობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია სიმპტომების ხელახლა გამოვლენა, რომლებიც ნაკლები სიმძიმისაა, ვიდრე ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბრიზეზი-L 10/5-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
ლევოცეტირიზინთან (ბრიზეზი-L 10/5-ის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება) დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არის:
- პირის ღრუს, სახის და/ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (შებოჭილობა გულმკერდის არეში ან ხიხინი), ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და შეიძლება ფატალური იყოს;
- კრუნჩხვები, რომლებიც ხასიათდება კუნთების ძლიერი უნებლიე კრამპებით;
- გრიპის მსგავსი დაავადებები, ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა კიდურებში, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- გულის ფრიალი (პალპიტაცია);
- სუნთქვის გაძნელება;
- დარღვევები მხედველობის მხრივ;
- ნორმაზე მეტად გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია);
აღნიშნული სიმპტომები ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ბრიზეზი-L 10/5-ზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად, თუმცა თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სხვა გვერდითი ეფექტები:
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
• ზედა სასუნთქი გზების ინფექცია
ხშირი:
• თავის ტკივილი
• ძილიანობა
• პირის სიმშრალე
• დაღლილობა
• ასთენია
• დიარეა
• გულისრევა
• ღებინება
• გამონაყარი
• ცხელება
• მუცლის ტკივილი
• ღვიძლის ფერმენტების მატება
არახშირი
• სისუსტე
• ყაბზობა
• საჭმლის მონელების დარღვევა
• ძილის დარღვევა
• ანომალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით
• უძილობა
• გაღიზიანებადობა
• შფოთვა
• აგზნებადობა
• აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა
• სომნამბულიზმი (ძილში სიარული)
• დეპრესია
• თავბრუსხვევა
• სისუსტე
• ჩხვლეტის შეგრძნება
• მგრძნობელობის დაკარგვა
• კრუნჩხვა
• სისხლდენა ცხვირიდან
• სისხლჩაქცევები
• ქავილი
• გამონაყარი
• სახსრების ტკივილი
• კუნთების კრუნჩხვები და ტკივილი
• ბუშტუკები ფეხებზე
• მუცლის ტკივილი
• ზოგადი სისუსტე (ასთენია)
იშვიათი:
• სისხლდენის მიმართ მიდრეკილების გაზრდა
• კანკალი
• პალპიტაცია
• ყურადღების დეფიციტი
• გულმავიწყობა
ძალიან იშვიათი:
• ჰალუცინაციები (რაც რეალურად არ არსებობს)
• სუიციდური აზროვნება და ქცევა
• ქცევის დარღვევები
უცნობი:
• მადის დარღვევა
• გაღიზიანებადობა
• სპაზმები
• თავბრუსხვევა
• დაღლილობა
• გემოს დარღვევა
• მხედველობის მხრივ დარღვევები
• მხედველობის დაბინდვა
• ოკულოგირაცია (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით)
• სუნთქვის გაძნელება
• წვა მოშარდვის დროს
• შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა
• წონაში მატება.
ეს არის ბრიზეზი-L 10/5-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ბრიზეზი-L-ის შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა “EXP”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
a) რას შეიცავს ბრიზეზი-L 10/5.
ბრიზეზი-L 10/5-ის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის ექვივალენტურ მონტელუკასტის ნატრიუმ Ph.Eur 10,3 მგ-სა და 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს.
სხვა ინგრედიენტებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი (Supertab 11SD), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 112), კროსკარმელოზა ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (Klucel LF Pharma), მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
გარსი
Instacoat aqua IC-A-329* IH
ჰიპრომელოზა (E464)
პოლიეთილენგლიკოლი (E1521)
b) ბრიზეზი-L 10/5-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ორშრიანი ტაბლეტები, ერთი შრე ყვითელი ფერის და მეორე შრე თეთრიდან მოთეთრო ფერის, ორივე მხარეს სადა ზედაპირით.
10 ტაბლეტი მოთავსებულია ალუმინი-ალუმინის ბლისტერში. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
c) სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited
MSN HOUSE, Plot No.: C-24,
Sanath Nagar Industrial Estate, Sanath Nagar,
Hyderabad - 500 018, Telangana, ინდოეთი
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited,
(Formulation Division),
Plot No: 42, ANRICH Industrial Estate,
Bollaram, Sangareddy Distric-502 325
Telangana, ინდოეთი
d) ფურცელ-ჩანართის ბოლო შესწორების თარიღი
2025 წლის მარტი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 19.03.2026
ანალოგები · Levocetirizine dihydrochloride + Montelukast sodium 10 მგ + 5 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| მონცეტინ დუო | BAFNA PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი | №30 | — |
| მონცეტინ დუო | BAFNA PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი | №30 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.