ბრონქალის-ჰეელი
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ბრონქალის-ჰეელი

ტაბლეტი, №50 · მოქმედი ნივთიერება: Atropa bella-donna d4 + Bryonia d4 + Hyoscyamus niger d4 + Kalium stibyltartaricum d4 + Kreosotum d5 + Lobaria pulmonaria d4 + Lobelia inflata d4 + Psychotria ipecaucuanha d4

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 26.40 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

ბრონქალის-ჰეელი / Brinchalis-Heel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: #50 ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს: Atropa belladonna D4 – 30 მგ, Lobaria pulmonaria D4 – 30 მგ, Kalium stibyltartaricum D4 – 30 მგ, Kreosotum D5 – 30 მგ, Cephaelis ipecacuanha D4 – 30 მგ, Lobelia inflatа D4 – 30 მგ, Hyoscyamus niger D4 – 60 მგ, Bryonia cretica D4 60 მგ. მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი.

ჩვენება: ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, გრიპი, ბრონქოექტაზიები); სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები სპასტიკური კომპონენტით, ნახველის გამოყოფის გაძნელებით – მ.შ. ბრონქული ასთმა,; მწეველის ბრონქიტი.

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებში და 6 წ-ის ზევით ასაკის ბავშვებში – 1 ტაბ., ბავშვებში 2-დან 5 წ-მდე – 1/2 ტაბ. 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება სუბლინგვურად (ენის ქვეშ). მწვავე შემთხვევებში – 15 წთ-ში ერთხელ ასაკის შესაბამისის დოზა პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღებამდე ან კვებიდან 1სთ-ის შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 11.02.2025

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ/ა-რ/ა-002238
მოქმედების ვადა11.02.2030
რეგისტრაციის მფლობელიBiologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
მწარმოებელიBiologische Heilmittel Heel GmbH, გერმანია
იმპორტიორი შპს „ბიომედიკა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვატაბლეტი №50 ფლაკონში
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიკომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 24.10.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.