გულყვითელას ნაყენი 50 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

გულყვითელას ნაყენი 50 მლ

სხვა, №1 · მოქმედი ნივთიერება: _

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 3.50 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა: გ/1000მლ;

გულყვითელას ყვავილები - 100გ,

ეთილის სპირტი 70% - საჭირო რაოდენობით 1ლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება.
ჩვენება:
• ინფიცირებული ჭრილობები;
• დამწვრობა;
• პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
• ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• ქოლეცისტიტი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
ჭარბი დოზირება: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება: პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით - 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღვლმდენი საშუალება): 10-20 წვეთი იხსნება მცირე რაოდენობით წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები: შესაძლებელია მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატი აძლიერებს სხვა (უპირატესად შროშანა და ასფურცელა) ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაცია: შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
გამოშვების ფორმა: 25მლ და 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 12.04.2024

ანალოგები · _ 50 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
აბუსალათინის ზეთი იაფი «Halychpharm» PJSC, უკრაინა №1 2.60 ₾
ქაცვის ზეთი «DKP Pharmaceutical Factory» LLC, უკრაინა №1 4.30 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-040730
მოქმედების ვადა12.04.2029
რეგისტრაციის მფლობელი«DKP «Pharmaceutical Factory» LLC (უკრაინა)
მწარმოებელი«DKP Pharmaceutical Factory» LLC, უკრაინა
იმპორტიორი შპს „ფულფარმი“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა50მლ ნაყენი მუქი ფერის მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 04.07.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.