კარდიომაგნილი 150 მგ + 30,39 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

კარდიომაგნილი 150 მგ + 30,39 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

შემადგენლობა

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი ­ 15.2 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახა­ მებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰი­ დროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები ფორტე: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 30.39 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰიდროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი

აღწერილობა

ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული `გულის~ ფორმის. ტაბლეტები ფორტე, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ცალ მხარეს განივი ღარითფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილირების რეაქციის გზით აცეტისალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების თრომბოქსან A2-ის სინთეზს. კარდიომაგნილში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) შეწოვა პრაქტიკულად სრულად ხდება. ასმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, ვინაიდან ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში ესთერაზის მონაწილეობით ასმ სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავაში (სმ). სმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება გაიზარდოს ასმ­ს დიდი დოზებით შეყვანისას (3.0 გრ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ასმ­ს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, ვინაიდან ესთერაზების მოქმედებით ასმ განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები არ მოქმედებს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.ჩვენებები

იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო­ ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ­ მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციები და ოპერაციისშემდგომი პერიოდი (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსკუტანური, ტრანსლუმინალური კორონარული ანგი­ ოპლასტიკა).მიღების წესები და დოზები

მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, საჭიროებისას წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შესაძლოა წინასწარ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფხვნა. მოზრდილების დოზა პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომ 75 მგ-ს დღე-ღამეში.გვერდითი მოვლენები

დისკომფორტი კუჭ­ნაწლავის არეში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.უკუჩვენება

ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა ტვინში; თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება ან სისხლდენისადმი მიდრეკილება; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია; კუჭ­ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); თირკმლის უკმარისობა; ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; ერითროციტების გლუკოზა-6-ფოს- ფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ბავშვთა ასაკი.განსაკუთრებული მითითებები

არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.ჭარბი დოზირება

სახიფათო დოზაა: მოზრდილებისთვის - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, ღებინება (ხანდახან სისხლნარევი), აჩქარებული სუნთქვა ან სისხლდენის პერიოდის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულის მოქმედების დარღვევა და ძალიან იშვიათად - ფილტვების შეშუპება. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კარდიომაგნილი დიდი დოზებით აძლიერებს პერორალური ანტი­ კოაგულანტების მოქმედებას და ახდენს პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების ინჰიბირებას. კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიტიური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტონის მოქმედებას. ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებენ პრეპარატის შეწოვას. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.შენახვის პირობები და ვადები

სინათლესა და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15-­30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვადა 5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 10.11.2022

ანალოგები · Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide 150 მგ + 30,39 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
კარდიომაგნილი იაფი Takeda GmbH, გერმანია №100 19.22 ₾
ასმადა WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №40 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-036822
მოქმედების ვადა10.11.2027
რეგისტრაციის მფლობელი«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
მწარმოებელიTakeda GmbH, გერმანია
იმპორტიორი შპს „შორე“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა150მგ + 30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 მუქი ფერის მინის ფლაკონში
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 26.06.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.