ცებრა 30 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ცებრა 30 მგ

კაფსულა, №20 · მოქმედი ნივთიერება: Vincamine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 26.27 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:
ვინკამინი - 30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცებრა აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს , აუმჯობესებს ცერებრული სისხლის ნაკადს, კერძოდ კაპილარულ დონეზე , თავის ტვინში აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების მეშვეობით, ზრდის თვით ენერგიის გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად მატულობს თავის ტვინისა და ორგანიზმის საერთო აქტივობა.
ამცირებს და არეგულირებს ცერებრული სისხლძარღვთა კალაპოტის პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.
ყველა ზემოთ აღნიშნული ეფექტების ერთობლიობა აუმჯობესებს და არეგულირებს ცერებრულ ცირკულაციასა და ფუნქციებს მენტალური და ინტელექტუალური ფუნქციების ჩათვლით.

იხილეთ ბლოგი: ცებრა - მედიკამენტი კოგნიტიური ჯანმრთელობისთვის

ჩვენებები
ცებრას გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
• მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
• თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილი, შაკიკი.
• სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.
• ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური დარღვევები;
სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.
• ტროპიკულ დეგენერაციული დაავადებები: დიაბეტი, ათეროსკლეროზი.
• მწვავე ინსულტის შემდეგ პოსტ-ტრამვული, პოსტაპოპლექსიური, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია.
• ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად-ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე და ქავილი.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თავის ტვინის სიმსივნე და მწვავე ინსულტი, არითმია. მძიმე ჰიპოკალემია და ჰიპოკალციემია.

ჭარბი დოზირება
მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინტოქსიკაციის შესახებ, მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცებრას მიღება არ არის რეკომენდებული ანტიარითმიულ საშუალებებთან (ამიოდარონი, დიზოპირამიდი).
ამფოტერიცინ b, სისტემური გლუკოკორტიკოიდები.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 05.02.2026

ანალოგები · Vincamine 30 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ცებრა S.C. Rompharm Company S.R.L., რუმინეთი №20 26.27 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044742
მოქმედების ვადა05.02.2031
რეგისტრაციის მფლობელიRompharm Company S.R.L. (რუმინეთი)
მწარმოებელიRompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა30მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მყარი კაფსულა №20 (2X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიპერიფერიული ვაზოდილატატორები, პერიფერიული სხვა ვაზოდილატატორები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 30.06.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.