ციკლოდერმი 1%
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ციკლოდერმი 1%

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Ciclopirox

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 12.41 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი: D01AE14

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი 1 %: ტუბში 15გ.

1 გ.

ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკოზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ.

ჩვენებები

კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი

ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.

თუ 30 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 02.05.2024

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-040908
მოქმედების ვადა02.05.2029
რეგისტრაციის მფლობელიTrima, Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd. (ისრაელი)
მწარმოებელიTrima, Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., ისრაელი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1% 15გ კრემი ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.