კლოელი 708 მგ/100 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

კლოელი 708 მგ/100 მლ

სიროფი / სუსპენზია, №1 · მოქმედი ნივთიერება: Cloperastine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 33.79 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

კლოელი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხველის დამრთგუნველი საშუალება
სუსპენზიის 100მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: კლოპერასტინის ფენდიზოატი 708 მგ (ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის)
დანამატები: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის P-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ P- ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები:

კლოელი არის ხველის დამრთგუნველი საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

· დაავადებები თანმხლები მშრალი, სპაზმური, ალერგიული ხველით.

· კლასიკური (სეზონური) გრიპი.

· გაციება და მასთან დაკავშირებული სიმპტომები

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კლოელის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტები და კლოელი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

არ უნდა მოხდეს კლოელთან ერთად შემდეგი მედიკამენტების მიღება:

- ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო პრეპარატები);

- სედატიური საშუალებები (დამაწყნარებელი ეფექტის მქონე მედიკამენტები).

კლოელის მიღება ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

დაუშვებელია კლოელის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში კი მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

• 2-4 წლის ასაკის ბავშვები: 2 მლ ორჯერ დღეში

• 4-7 წლის ასაკის ბავშვები: 3 მლ ორჯერ დღეში

• 7-15 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ ორჯერ დღეში

მიღების წესი:

1) მიღების წინ ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს;

2) გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული 2-3-5 მლ-იანი დოზატორი ჭიქა;

3) დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან მაღალი დოზები იწვევს პირის სიმშრალესა და მსუბუქ ძილიანობას, რომლებიც სწრაფად ქრება დოზის შემცირების შემდეგ. საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

ვადა: იხ. შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ვადა. პროდუქტის ვარგისინობის ვადა ეხება გაუხსნელ პრეპარატს.

ყურადღება: არ გამოიყენოთ მედიკამენტი მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაცევტული ფორმა:

708მგ/100მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1, შეფუთვაში საზომ ჭიქასთან ერთად

აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე, იხილეთ: Privituss - პრივიტუსი 100მლ სუსპენზია

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 29.08.2017

ანალოგები · Cloperastine 708 მგ/100 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პრივიტუსი იაფი Marco Viti Farmaceutici S.p.A, იტალია №1 26.21 ₾
პრივიტუსი Marco Viti Farmaceutici S.p.A, იტალია №1 26.21 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-023243
მოქმედების ვადა29.08.2027
რეგისტრაციის მფლობელიAesculapius Farmaceutici S.r.l. (იტალია)
მწარმოებელიMitim S.r.l., იტალია
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა708მგ/100მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ ჭიქასთან ერთად
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიხველებისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხველების დამთრგუნველი საშუალებები, გარდა ამოსახველებლებისა
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.