კოპლავიქსი 75 მგ + 100 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

კოპლავიქსი 75 მგ + 100 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Acetylsalicylic acid + Clopidogrel

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 54.77 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

კოპლავიქსი 75/100მგ 30 ტაბლეტი

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

კლოპიდოგრელი (ჰიდროგენის სულფატის სახით) . . . . . . 75 მგ

აცეტილსალიცილის მჟავა. . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, დაბალშენაცვლებადი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი E421, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლ 6000, სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

გარსი: რკინის ოქსიდი E172, ჰიპრომელოზა, ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი და ტრიაცეტინი.

ტაბლეტები დაფარულია კარნაუბის ცვილით.

იხილეთ ბლოგი: რა არის კოპლავიქსი და როდის გამოიყენება მედიკამენტი?

ჩვენებები

კო-პლავიქსი გამოიყენება ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. კო-პლავიქსი წარმოადგენს ფიქსირებული დოზის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში:

- მწვავე კორონარული სინდრომის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q-კბილის გარეშე), მათ შორის კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდგომ სტენტის ჩადგმისას.

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციით, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.

კო-პლავიქსი გამოიყენება მოზრდილებში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:

წინაგულის ფიბრილაცია

სისხლძარღვების დაავადების რისკის გაზრდისას წინაგულის ფიბრილაციის (წ/ფ) მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ვიტამინ K-ანტაგონისტებით (ვკა) მკურნალობა, შეტევათა რაოდენობის შესამცირებლად ვკა-მა გამოავლინა უკეთესი კლინიკური შედეგი, ვიდრე ცალკე აცეტილსალიცილის მჟავამ (ასმ) ან კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციამ.

პაციენტებში წინაგულის ფიბრილაციით, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლძარღვების დაავადების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი მაინც ან რომლებსაც არ შეუძლიათ გაიარონ ვკა თერაპია (მაგალითად, სისხლდენის გარკვეული რისკი, ექიმის დასკვნა იმის შესახებ, რომ პაციენტს არ შეუძლია გაიაროს საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის მონიტორინგი ან რომ ვკა-ის გამოყენება არამიზანშეწონილია) კო-პლავიქსი ინიშნება ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების, მათ შორის ინსულტის, პროფილაქტიკისათვის.

კლოპიდოგრელის ასმ-თან კომბინაციამ აჩვენა ინსულტის კომბინირებული საბოლოო წერტილის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ცნს არასისტემური ემბოლიის ან სიკვდილის სიხშირის შემცირება ძირითადად შეტევების სიხშირის შემცირებით.

მიღების წესები და დოზები

მწვავე კორონარული სინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია

კო-პლავიქსი ინიშნება ერთჯერადად დოზით 75 მგ/100 მგ დღეში.

კო-პლავიქსი ინიშნება ცალ-ცალკე კლოპიდოგრელისა და ასმ თერაპიის დაწყების შემდეგ, შესაბამისი დოზირებით მათ ჩასანაცვლებლად.

კო-პლავიქსი მიღება ხდება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ.

უკუჩვენება

კო-პლავიქსი მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- ღვიძლის მძიმე დარღვევა;

- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.

პრეპარატის შემადგენლობაში ასმ-ს არსებობის გამო, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

- ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ და ასთმის სინდრომი, რინიტი და ცხვირის პოლიპები;

- თირკმლის მძიმე უკმარისობა;

- ორსულობის მესამე ტრიმესტრი.

კო-პლავიქსის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპის ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

მოცემული სამედიცინო პროდუქტი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა და დიარეა.

განსაკუთრებული მითითებები

ბავშვები: ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დარღვევებით, რომლებშიც შეიძლება აღინიშნოს სისხლდენისადმი მიდრეკილება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.07.2026

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045931
მოქმედების ვადა16.07.2031
რეგისტრაციის მფლობელიSanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
მწარმოებელიSanofi Winthrop Industrie, საფრანგეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა75მგ+100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 22.11.2026

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.