კოკლუსედალ ნურისონი 10 მგ + 5 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

კოკლუსედალ ნურისონი 10 მგ + 5 მგ

სუპოზიტორია, №10 · მოქმედი ნივთიერება: Soft extract of gelsemium + Soft extract of grindelia

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 56.29 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

კოკლუსედალი ნურისონი (კოქუელუსედალი ინფანტი)

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10

შემადგენლობა: გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.

კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები

ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.

გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.

ჩვენებები: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).

სიფრთხილის ზომები: ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.

ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვრდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.

შენახვის პიორბები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 250C მაღალ ტემპერატურაზე.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 21.12.2023

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044771
მოქმედების ვადა21.12.2028
რეგისტრაციის მფლობელიLaboratoires ÉLERTÉ (საფრანგეთი)
მწარმოებელიLaboratoires ÉLERTÉ, საფრანგეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა10მგ + 5მგ რექტალური სუპოზიტორია 30 თვემდე ბავშვებისათვის №10
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.