ინსტრუქცია
დიკლაკი გელი 5%
(Diclofenac)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: გელი 5% ტუბში, 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ფენილძმარმჟავას წარმოებული
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება, პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.
ჩვენებები: რევმატიული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია.
დოზირება: გარეგან სახმარად იყენებენ 2-4გ გელს დაზიანებულ ადგილზე შესაზელად 3-4-ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გამოყენებისას გამოხატული არ არის, იშვიათად ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, წვა)
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ
შენახვის ვადა: 1 წელი
მწარმოებელი: გერმანია, HEXAL
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 17.10.2025
ანალოგები · Diclofenac 5%
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| კლოდიფენი იაფი | — | №1 | 6.67 ₾ |
| დიკლოფლექსი | VETPROM AD, ბულგარეთი | №1 | 7.65 ₾ |
| დიკლორონი | Deva Holding A.S., თურქეთი | №1 | 10.90 ₾ |
| ფელორანი ფორტე | Sopharma AD, ბულგარეთი | №1 | 10.95 ₾ |
| კლოდიფენი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №1 | 11.27 ₾ |
| დიკლაკი | Salutas Pharma GmbH, გერმანია | №1 | 15.14 ₾ |
| ელფენორი | Vefa Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი | №1 | — |
| ფამდობილი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი | №1 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.