დიროტონი 20 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

დიროტონი 20 მგ

ტაბლეტი, №28 · მოქმედი ნივთიერება: Lisinopril

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 19.06 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

დიროტონი

Diroton

დიროტონის 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს.

პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სისხლის მიმოქცევის სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ.

დიროტონი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ან თუკი ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნებოდა სახის, ტუჩების, ხორხისა და კიდურების შეშუპება. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვის ხარისხზე, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ჭამამდე ან მის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს.

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია რეგულარულად ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ყაბზობა, ღებინება, ხველება, გამონაკლის შემთხვევაში კი კანზე გამონაყარი. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

ტუჩების, პირის ღრუს, ხორხის ან კიდურების შეშუპებისას, აგრეთვე მათი მიზეზით გამოწვეული გაძნელებული სუნთქვის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო:

დიროტონისა და სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგალითად სხვა ანიჰიპერტენზიული, დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ასევე კალიუმის შემანარჩუნებელი და კალიუმის შემცველი საშუალებები) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ურთიერთქმედება, ამიტომ ზემოთაღნიშნული ჯგუფის სამკურნალო საშუალებებისა და დიროტონის კომბინაცია შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე ამიტომ, დიროტონის მიღების წესსა და დოზირებას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.

აუცილებელია ექიმს ვაცნობოთ სხვა დაავადებების არსებობის შესახებ.

ინახება 15-300C ტემპერატურაზე

პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გათვალისწინებით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი საკითხის შესახებ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.

მწარმოებელი:

"GEDEON RICHTER.” უნგრეთი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 12.07.2023

ანალოგები · Lisinopril 20 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
კვადრიცა იაფი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Alkaloid AD Skopje(მაკედონია)), საქართველო №30 14.48 ₾
კვადრიცა „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -REPLEK FARM Ltd Skopje(მაკედონია)), საქართველო №30 14.48 ₾
დიროტონი «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი №56 —
დიროტონი «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი №14 —
ლიზინოკორი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №20 —
ლიზინოკორი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №20 —
სკოპრილი ALKALOID-INT d.o.o.s, სლოვენია №30 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-038598
მოქმედების ვადა12.07.2028
რეგისტრაციის მფლობელიGedeon Richter Plc. (უნგრეთი)
მწარმოებელი«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა20მგ ტაბლეტი №28 (2X14)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფირენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 14.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.