დოლოტრენი დისპერგირებადი 46,5 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

დოლოტრენი დისპერგირებადი 46,5 მგ

ტაბლეტი, №40 · მოქმედი ნივთიერება: Diclofenac

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 11.80 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დოლოტრენი 46.5 მგ დისპერსიული ტაბლეტები

დიკლოფენაკი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

• თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები მიმარეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტუციაში.იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:

1. რა არის დოლოტრენი და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ დოლოტრენის მიღებამდე

3. როგორ გამოიყენება დოლოტრენი

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

5. როგორ შევინახოთ დოლოტრენი

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის დოლოტრენი და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დოლოტრენი 46.5 მგ დისპერსირებული ტაბლეტების აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკი (50 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტური).

დოლოტრენი განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინადეგო ჯგუფის პრეპარატებებს, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ.

დოლოტრენი გამოიყენება მწვავე ანთებითი და მტკივნეული პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროებითი მკურნალობისთვის.

2. რა უნდა იცოდეთ დოლოტრენის მიღებამდე.

მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნას დოლოტრენის ის უმცირესი დოზები რომელიც საჭიროა ტკივილის მოხსნის ან კონტროლისათვის. პრეპარატის მიღება არ შეიძლება იმაზე უფრო ხანგრძლივი დროით რაც საჭიროა თქვენი სიმპტომების მართვისთვის.

არ მიიღოთ დოლოტრენი:

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).

- თუ გაქვთ ალერგია ან გქონდათ ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილის სამკურნალო პრეპარატები) საშუალებების მიმართ. რეაქციებში შესაძლოა აღინიშნოს ასთმა (სუნთქვის გაძნელება), ურტიკარია (ალერგიული რეაქციები კანზე და ქავილი), მწვავე რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ან სახის შეშუპება. თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ალერგია, მიმართეთ ექიმს.

- თუ წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებისას.

- თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის ერთზე მეტი შემთხვევა.

- თუ გაქვთ კრონის დაავადება ან აქტიური წყლულოვანი კოლიტი (დაავადებები რომელიც იწვევს დიარეას სისხლდენის თანხლებით ან მის გარეშე და მუცლის ტკივილით).

- თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება.

- თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება.

- თუ დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება; მაგალითად, თუ გადატანილი გაქვთ გულის ინფარქტი, ინსულტი, მინი ინსულტი (TIA), გულის ან ტვინის სისხლძარღვების ბლოკირება ან ოპერაცია ნებისმიერი სახის ბლოკირების აღმოფხვრის ან კორონარული შუნტირების ჩასატარებლად.

- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (პერიფერიული არტერიული დაავადება).

- თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

- თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა.

დიკლოფენაკის მიღებამდე, დარწმუნდით რომ თქვენი ექიმი ინფორმირებულია შემდეგზე:

- ხართ მწეველი

- გაქვთ დიაბეტი

- გაქვთ სტენოკარდია, სისხლის შენადედები, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე.

გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის მიღებით დროის უმოკლეს შესაძლო პერიოდში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დოლოტრენის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, მუცლის შესაძლო ინტენსიური ან მუდმივი ტკივილით და/ან შავი განავალით. ან შესაძლოა წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.

რისკი იზრდება პეპტიკური წყლულის ანამნეზით პაციენტებში და ხანდაზმულებში, თუ მათი მკურნალობა გახანგრძლივდა და ჩართული იქნა დიდი დოზები. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა პრეპარატის დანიშვნა კუჭის დასაცავად.

- თუ გაქვთ შემდეგი დაავადებებიდან რომელიმე: ასთმა, გულის მსუბუქი დაავადება, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), დარღვევები სისხლდენის მხრივ და სისხლთან დაკავშირებული სხვა დარღვევბი მათ შორის ღვიძლის პორფირია.

- თუ იღებთ სხვა ანთების საწინააღმდეგო პრპეარატებს, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას/ასპირინს, კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს, ანტიკოაგულანტებს ან სხვა ანტიდეპრესანტებს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ზრდის წყლულების და / ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკს (იხილეთ პარაგრაფი „სხვა მედიკამენტები და დოლოტრენი“).

- თუ იღებთ არტერიული წნევის მედიკამენტებს ან ციკლოსპორინს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს (იხილეთ პარაგრაფი „ სხვა მედიკამენტები და დოლოტრენი“).

- ზოგი ადამიანისთვის დოლოტრენის მიღება დაუშვებელია. დაუკავშირდით ექიმს თუ ფიქრობთ რომ შესაძლოა ხართ ალერგიული ნატრიუმის დიკლოფენაკის, ასპირინის, იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან დოლოტრენის სხვა ინგრედიენტების მიმართ. (რაც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს განეკუთვნება სახის და პირის ღრუს შეშუპება (ანგიოდემა), სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის ტკივილი, სურდო, გამონაყარი კანზე ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქციები.

დაუკავშირდით ექიმს

- თუ იმავდროულად იღებთ პრეპარატებს რომელიც იწვევს სისხლის შედედების ცვლილებას ან ზრდის წყლულების რისკს, მაგალითად ანტიკოაგულანტები ან ანტიტრომბოციტული პრეპარატები რომელიც მსგავსია აცეტილსალიცის მჟავისა. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს რამაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი, მაგალითად კორტიკოსტეროიდული საშუალებები და ანტიდეპრესანტები რომლებიც წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს.

- თუ გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, იმის გათვალისწინებით, რომ ისეთმა პრეპარატებმა როგორიცაა დოლოტრენი, შესაძლოა გაამწვავოს ეს პათოლოგიები.

- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა, დიაბეტი ან ხართ მწეველი (გულსისხლძარღვთა რისკის ფაქტორები); თქვენმა ექიმმა პერიოდულად უნდა განახორციელოს შეფასება გჭირდებათ თუ არა დოლოტრენით მკურნალობის გაგრძლება, განსაკუთრებით მაშინ თუ იტარებთ მკურნალობას 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ან სისხლში ცვლილებები, მკურნალობის დროს უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ხშირად. ეს შესაძლებელს გახდის გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია (ტრანსამინაზას დონეები) ან თირკმელების ფუნქცია (კრეატინინის დონეები) ან სისხლი (ლიმფოციტის, ერითროციტის და თრომბოციტის დონეები). შედეგად, ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოლოტრენის მიღების შეწყვეტის ან დოზის შეცვლის თაობაზე.

- თუ ახლო წარსულში გაკეთებული გაქვთ ან აპირებთ ოპერაციის გაკეთებას კუჭზე ან კუჭ-ნაწლავზე დოლოტრენის მიღება/გამოყენებამდე, რადგან დოლოტრენმა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს ჭრილობის შეხორცება ნაწლავზე ოპერაციის შემდეგ.

პაციენტები გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით

დოლოტრენის მსგავსი პრეპარატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის რისკის ზრდასთან („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტთან, განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოყენებისას და ხანგრძლივი დროით მკურნალობისას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ გაქვთ გულის პრობლემები, თუ გაქვთ ინსულტი ანამნეზში ან ფიქრობთ რომ დგახართ ამ პათოლოგიების რისკის წინაშე (მაგ, თუ გაქვთ დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა ან ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე ან ხართ მწეველი) და ექიმი გადაწყვეტს რომ უნდა იმკურნალოთ ამ პრეპარატით, არ უნდა მიიღოთ 100 მგ დღიური დოზაზე მეტი თუ მკურნალობა გრძელდება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, კერძოდ, გულის დაავადების და/ან მაღალი არტერიული წნევის მქონე (ჰიპერტენზია) პაციენტებში.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას დოლოტრენის უმცირესი ეფექტური დოზა რაც შეიძლება მოკლე დროით ტკივლის და/ან ანთების სამკურნალოდ იმისათვის რომ შემცირდეს გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

თუ გამოვლინდა გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე ან ლაპარაკის სირთულე ამ პრეპარატის მიღებისას, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.

ბავშვები და მოზარდები

ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 14 წლამდე მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტები შესაძლოა იყვნენ უფრო მეტად მგრძნობიარე ამ პრეპარატის მოქმედების მიმართ ვიდრე მოზრდილები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა აცნობონ ექიმს დაუყოვნებლივ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.

სხვა პრეპარატები და დოლოტრენი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, უახლოეს წარსულში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გამოყენებული პრეპარატები.

გარკვეულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს დოლოტრენის მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა ამ პრეპარატებთან ერთად.

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ რომელიმე ქვემოთ მითითებული პრეპარატი:

- ლითიუმის შემცველი პრეპარატები ან სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპების დეპრესიის სამკურნალოდ).

- მეტოტრექსატის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და კიბოს სამკურნალოდ),

- ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ტრანსპლანტების შემდეგ),

- ტრიმეტოპრიმის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება საშარდე გზების დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის),

- გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (დიგოქსინი, კალციუმის ანტაგონისტები როგორიცაა ვერაპამილი ან ისრადიპინი),

- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, გარდა ინსულინისა,

- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (დიურეტიკები, ბეტა ბლოკატორები და აგფ ინჰიბიტორები),

- თრომბის წარმოქმნის პრევენციის პრეპარატები,

- ქინოლონის ან ცეფტრიაქსონის შემცველი პრეპარატები (ინფექციების სამკურნალოდ),

- დოლოტრენის ჯგუფის სხვა პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა და იბუპროფენი,

- კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებს ანთებას და იმუნური სისტემის მოქმედებას),

- ვორიკონაზოლის შემცველი პრეპარატები (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატი),

- ფენიტოინის შემცველი პრეპარატები (ეპილეფსიული შეტევების სამკურნალო პრეპარატი),

- მისოპროსტოლის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება კუჭის წყლულების სამკურნალოდ),

- ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად),

- პენტაზოცინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად),

დოლოტრენი საკვებთან და ალკოჰოლთან

უმჯობესია პრეპარტის მიღება ჭამის წინ ან უზმოზე, რადგან საკვები ამცირებს მის აბსორბციას.

დოლოტრენის მიღების დროს ალკოჰოლის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

იმისა გამო, რომ ისეთი პრეპარატების გამოყენება როგორიცაა დოლოტრენი, უკავშირდება თანდაყოლილი ანომალიების/აბორტების გაზრდილ რისკს, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ პრეპარატის მიღება არ იქნა მიჩნეული მკაცრად საჭიროდ. ასეთ შემთხვევებში, დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და მოკლე.

დოლოტრენის გამოყენება უკუნაჩვენებია მესამე დტრიმესტრში.

ლაქტაცია:

დოლოტრენის მცირე ოდენობა შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. ამიტომ, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

რეპროდუქტიულ ასაკში მყოფმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისეთი პრეპარატები როგორიცაა დოლოტრენი, უკავშირდება დაორსულების უნარის დაქვეითებას.

ავტომობილის მართვა და ტექნიკის გამოყენება

დიკლოფენაკი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილს მართვასა და ტექნიკის გამოყენების უნარზე. მიუხედავად ამისა, პაციენტემა რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები დოლოტრენით მკურნალობის პერიოდში, თავი უნდა შეიკავონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენებისგან.

3. დოლოტრენის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გამოყენება მოზრდილებში და 14 წლის ასაკიდან მოზარდებში.

უფრო მსუბუქ შემთხვევებში დოლოტრენის 2 ტაბლეტი დღეში ჩვეულებრივ წარმოადგენს საკმარის დოზას. არ მიიღოთ 3 ტაბლეტზე მეტი (150 მგ დიკლოფენაკი) დღეში. ჯამური დღიური დოზა შესაძლოა გაიყოს 2 ან 3 დოზად.

მიღების წესი

უმჯობესია პრეპარატის მიღება ჭამამდე ან უზმოზე (იხილეთ პარაგრაფი „დოლოტრენი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად“).

ტაბლეტები უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში. მოათავსეთ ერთი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალში და მოურიეთ. გახსნისთანავე მიიღეთ სითხე. თუ პრეპარატის რაღაც ნაწილი დარჩა ჭიქაში, დაამატეთ ცოტა წყალი და გაიმეორეთ იგივე პროცესი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოლოტრენი

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში და შეატყობინეთ წამლის სახელწოდება და წამლის მიღებული ოდენობა. რეკომენდებულია აჩვენოთ პრეპარატის კონტეინერი და გამოყენების ინსტრუქცია ჯანდაცვის სპეციალისტს.

თუ დაგავიწყდათ დოლოტრენის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ის მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ თუ ეს დრო არ ემთხვევა მომდევნო დოზის მიღების დროს; შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღების სტანდარტული გრაფიკი. თუ დაგავიწყდათ რამდენიმე დოზა, მიმრათეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება აღნიშნული.

შეწყვიტეთ დოლოტრენის მიღება და მოითხოვეთ ექიმის კონსულტაცია დაუყოვნებლივ თუ აღგენიშნათ შემდეგი:

- მსუბუქი სპაზმური ტკივილები მუცლის არეში ან მტკივნეული მუცელი პალპაციით, რაც იწყება მალევე ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან და გრძელდება სისხლდენით სწორი ნაწლავიდან და სისხლიანი დიარეით, რაც აღინიშნება ჩვეულებრივ მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათში (სიხშირე არ არის ცნობილი, არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

- ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიის ნიშანი - კოუნისის სინდრომი.

დიკლოფენაკის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნული გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან მინიმუმ 1 ადამიანში)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

• თავის ტკივილი

• თავბრუსხვევა

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

• თავბრუსხვევა (ვერტიგო)

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

• ღებინება

• დიარეა

• გულძმარვა

• მუცლის ტკივილი

• მეტეორიზმი

• მადის დაკარგვა

ჰეპატობილიარული დარღვევები

• ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ანალიზში (შრატში ტრანსამინაზების მომატებული დონე)

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

• გაონაყარი კანზე

არახშირი (შესაძლოა გამვლინდეს 1000-დან მინიმუმ 1 ადამიანში)

დარღვევები გულის მხრივ (მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს)

• აჩქარებული გულისცემა

• გულმკერდის უეცარი ძლიერი ტკივილი (მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის შეტევის სიმპტომები)

• სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება წოლის დროს, ფეხების და ტერფების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან მინიმუმ 1 ადამიანში):

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

• სახის, თვალების ან ენის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ქოშინი, ჭინჭრის ციება და გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი კანზე, ცხელება, მუცლის სპაზმები, დისკომფორტი ან შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა (სერიოზული ალერგიული რეაქცია).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

• ძილიანობა

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

• ასთმა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ

• მუცლის ტკივილი

• რეფლუქსი

• სისხლიანი დიარეა

• კუჭის ან ნაწლავების წყლული სისხლდენით ან სიხლდენის გარეშე ან პერფორაცია (სისხლის ღებინებაან სისხლიანი განავალი). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

ჰეპატობილიარული დარღვევები

• ღვიძლის ფუნქციის შეცვლა

• ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

დარღვევბი კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

• ჭინჭრის ციება

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის მიღების ადგილას

• სითხის შეკავება, შეშუპებით (შეშუპება)

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 1000-დან 1-მდე ადამიანში)

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

• წითელი უჯრედების ნაკლებობის ნიშნები რაც იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილს, სუნთქვის უკმარისობას ვარჯიშის დროს, თავბრუსხვევას, სიფერმკრთალეს (ანემია), ხშირ ინფექციებს ცხელების თანხლებით, გაციებას, ყელის ტკივილს ან ტკივილს პირის ღრუში (ლეიკოპენია), სისხლდენას ან ჩვეულებრივზე მეტ სისხლჩაქცევებს (თრომბოციტოპენია).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

იმუნური სისტემის დარღვევები

• სახის შეშუპება

ფსიქიატრიული დარღვევები

• დეზორიენტაცია

• დეპრესია

• უძილობა

• კოშმარები

• გაღიზიანება

• ფსიქოზური რეაქციები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

• ჩხვლეტის შგრძნება

• მეხსიერების დაღვევა

• კრუნჩხვები

• შფოთვა

• კანკალი

• მენინგიტი (ტვინის გარსის ანთება) ისეთი სიმპტომებით როგორიცაა ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა ან ძლიერი მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

• გემოს დარღვევები

• ინსულტი

დარღვევები თვალის მხრივ

• ბუნდოვანი ხედვა

• გაორებული ხედვა

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

• ხმაური ყურებში

დარღვევები სისხლძარღვების სისტემის მხრივ

• ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)

• ვასკულიტი (სისხლძარღვების კედლების ანთება)

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

• სუნთქვის გაძნელება, ხიხინი (პნევმონიტი).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

• კრონის დაავადების გამწვავება და წყლულოვანი კოლიტი

• ყაბზობა

• ენის შეშუპება (გლოსიტი)

• პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)

• ყლაპვის პრობლემები (საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილება)

ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა (პანკრეატიტის ნიშნები). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

• კანის სერიოზული რეაქციები მათ შორის გამონაყარი, სიწითლე, ბუშტუკები ტუჩებზე, პირზე ან თვალებზე, კანის აქერცვლა, დაღლილობის, გულისრევის, მადის დაკარგვის, ცხელების, შემცივნების, თავის ტკივილის, ხველის ან სხეულში ტკივილის თანხლებით (სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

• გენერალიზებული გამონაყარი (ეგზემა)

• სიწითლე (ერითემა და მულტოფორმული ერითემა)

• კანის აქერცვლა (ექსფოლიატიური დერმატიტი)

• თმის ცვენა

• ალერგია მზეზე (ფოტომგრძნობელობის რეაქცია)

• სისხლჩაქცევა (პურპურა)

• ქავილი

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ

• თირკმლის ფუნქციის დარღვევა რაც იწვევს ტერფების და ფეხების შეშუპებას და შარდის შემცირებას (თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნაწლავური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი)

• სისხლიანი შარდი (ჰემატურია)

• ქაფიანი შარდი (ნეფროტული სინდრომი)

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

იზოლირებული შემთხვევები

ჰეპატობილიარული დარღვევები

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა რაც იწვევს კანის და თვალების სიყვითლეს, ცხელებას, ნაწლავის ზედა ნაწილის ტკივილს და სისხლჩაქცევაას (ღვიძლის უკმარისობა, ელვისებრი ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოითხოვეთ ექიმის დახმარება დაუყოვნებლივ.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძალო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ესპანეთის ადამიანის მედიკამენტების გამოყენების ეროვნული ფარმაკოლოგიური კონტროლის შესახებ ანგარიშგების სისტემას: https://www.notificaram.es/. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. დოლოტრენის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ბლისტერი გარე კოლოფ-კონტეინერში ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ დოლოტრენი კოლოფზე CAD-ის შემდეგ მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატებს ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მოათავსეთ კონტეინერები და დარჩენილი მედიკამენტები თქვენი აფთიაქის SIGRE პუნქტში. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატი რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დოლოტრენი

აქტიური ნივთიერება არის დიკლოფენაკი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 46.5 მგ დიკლოფენაკს (რაც არის 50 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის ექვივალენტური).

სხვა ინგრედიენტებს წარმოადგენს: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილი, კარტოფილის სახამებელი, კროსპოვიდონი, ფორთოხლის სახამებელი, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ნატრიუმის საქარინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ერთ შეფუთვაში მოთავსებულია 40 თეთრი დისპერსირებული ტაბლეტი.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

FAES FARMA, S.A.

C/მაქსიმო აგირეს 14

48940 ლეიოა (ვიზკაია) ესპანეთი

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 2019 წლის სექტემბერი.

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და სანიტარული პროდუქტების სააგენტოს ვებგვერდზე (AEMPS); http://www.aemps.gob.es

H-A/800826

148X594

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 15.04.2026

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045215
მოქმედების ვადა15.04.2031
რეგისტრაციის მფლობელიFAES FARMA, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიFaes Farma, S.A., ესპანეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა46,5მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №40
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.