დოქსიჰემი 500 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

დოქსიჰემი 500 მგ

კაფსულა, №30 · მოქმედი ნივთიერება: Calcium dobesilate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 20.61 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

გენერიული დასახელება: კალციუმის დობეზილატი

წამლის ფორმა: კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 500 მგ კალციუმის დობეზილატს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის მომატებული განვლადობის ნორმალიზაციას, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, სისხლის სიბლანტესა და პლაზმის კინინების აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 5-6 სთ-ის შემდეგ. პლაზმაში მისი ცილებთან კავშირი შეადგენს 20-25%-ს, ხოლო ნახევრადგამოყოფის პრიოდი – 24 სთ-ს.
დოქსი-ხემი, როგორც იონიზირებული შენაერთი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. იგი ძირითადათ გამოიყოფა თირკმელებით 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება სისხლძარღვთა დაზიანებების - გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების: კაპილარების მომატებული განვლადობის და სიმყიფის (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია), ასევე სხვა მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ.
სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ვენური უკმარისობის და მისი შედეგების (წინავარიკოზული მდგომარეობა) გამოხატული ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიებით, შეგუბებითი დერმატოზით. აგრეთვე ზედაპირული ფლებიტები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები.

წინააღმდეგჩვენება: კალციუმის დობეზილატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ასევე ჰემორაგია, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების მიღებით ორსულობის I ტრიმესტრში.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით ჭამის დროს 2-3 კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე ერთხელ დღეში. რეტინოპათიისა და მიკროანგიოპათიის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით 4-6 თვის განმავლობაში, შემდგომში დღეღამური დოზის შემცირებით ერთხელ დღეში 500 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ალერგიული დერმატოზები, ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

განსაკუთებული მითითებანი: პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და დიალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ მოიპოვება მონაცემები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები: ინახება ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 500 მგ #30 შეფუთვაში

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

მწარმოებელი ფირმა: “ჰემოფარმი” (იუგასლავია)

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 10.11.2022

ანალოგები · Calcium dobesilate 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
დოქსიჰემი Hemofarm A.D. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -HEMOFARM A.D. Vršac, Branch Plant Šabac(სერბეთი)), სერბეთი №30 20.61 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-036819
მოქმედების ვადა23.10.2027
რეგისტრაციის მფლობელიHemofarm A.D. (სერბეთი)
მწარმოებელიHemofarm A.D. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -HEMOFARM A.D. Vršac, Branch Plant Šabac(სერბეთი)), სერბეთი
იმპორტიორი შპს „შორე“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ კაფსულა №30 (3X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფივაზოპროტექტორები, მასკლეროზირებელი სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 30.01.2029

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.