ელაქსა პიკო 5 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ელაქსა პიკო 5 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Sodium picosulfate

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 12.24 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

ინსრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის~

ელაქსა პიკო 5მგ ტაბლეტები

ELAXA pico 5mg tablets

ნატრიუმის პიკოსულფატი

Sodium picosulfate

ყურადღებით წაიკითხეთ ბოლომდე ეს ინსტრუქცია, იქამდე სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

- თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია

1. რა არის ელაქსა პიკო და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ელაქსა პიკო -ს მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ ელაქსა პიკო

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შეინახოთ ელაქსა პიკო

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ელაქსა პიკო და რისთვის გამოიყენება ის

ელაქსა პიკო არის ადგილობრივად აქტიური საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და არბილებს ფეკალურ მასას.

როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ახდენს თერაპიულ ეფექტს მსხვილ ნაწლავზე, ელაქსა პიკო სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის გამოთავისუფლების ბუნებრივ პროცესს. ელაქსა პიკო არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და არ იწვევს კალორიების ან სხვა საკვები ნივთიერებების დაგროვებას წვრილ ნაწლავში.

ელაქსა პიკო გამოიყენება:

• ყაბზობის მქონე პაციენტებში (კუჭის მოქმედების გაძნელება);

• სადიაგნოსტიკო პროცედურების მოსამზადებლად, ოპერაციამდე და მის შემდეგ და მდგომარეობისას, როდესაც საჭიროა დეფეკაცია.

2. რა უნდა იცოდეთ ელაქსა პიკო -ს მიღებამდე

არ მიიღოთ ელაქსა პიკო, თუ:

- ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების (ნატრიუმის პიკოსულფატის) ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).

- გაქვთ ნაწლავების გადახლართვა ან ნაწლავური გაუვალობა;

- გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი და/ან ხართ მდგომარეობაში მუცლის მწვავე ტკივილით, რომელსაც თან ახლავს ცხელება (მაგ.: აპენდიციტი), პოტენციურად დაკავშირებული გულისრევასთან და ღებინებასთან;

- გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება;

- გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ელაქსა პიკო-ს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ საფაღარათო საშუალებები გჭირდებათ ყოველდღე ან დიდი ხნის განმავლობაში - უნდა მიმართოთ ექიმს ყაბზობის მიზეზის დასადგენად, რადგან მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება. (ჰიპოკალიემია).

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნატრიუმის პიკოსულფატს, აღინიშნა თავბრუსხვევა და გულისრევა. ეს მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს შეკრულობასთან (ნაწლავის შეკუმშვა, მუცლის ტკივილი), მაგრამ არა აუცილებლად თავად ნატრიუმის პიკოსულფატის მიღებასთან.

ბავშვები და მოზარდები

ელაქსა პიკო არ უნდა იქნას გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსი ასაკის ბავშვებში საფაღარათო საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა პრეპარატები და ელაქსა პიკო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ელაქსა პიკო-ს მაღალი დოზების მიღებისას დიურეტიკების (დეჰიდრატატორების) ან სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი. ელექტროლიტების დისბალანსმა თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გულის გლიკოზიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის რითმის დარღვევის დროს, მაგ.: დიგოქსინი).

ანტიბიოტიკებთან (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ელაქსა პიკო-ს საფაღარათო მოქმედება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების მუშაობის უნარი

არ ჩატარებულა კვლევები ელაქსა პიკო-ს ზემოქმედების შესახებ მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის შედეგად (მაგ. მუცლის სპაზმი), მათ შეიძლება გამოუვლინდეთ თავბრუსხვევა ან გულისრევა. ისეთი პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ მუცლის სპაზმი, უნდა მოერიდონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებებს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

ელაქსა პიკო შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მივიღოთ ელაქსა პიკო

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ ინსტრუქციაში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი (5-10 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში. დაიწყეთ 1 ტაბლეტით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 2 ტაბლეტს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი (5-10მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში. დაიწყეთ 1 ტაბლეტით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 2 ტაბლეტს.

4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი (5მგ ნატრიუმის პიკოსულფატი) დღეში.

გამოიყენეთ სადიაგნოსტიკო პროცედურებისას და ოპერაციის წინ

სადიაგნოსტიკო პროცედურების მოსამზადებლად, პრე და პოსტოპერაციული მკურნალობისთვის და დეფეკაციისთვის, ელაქსა პიკო უნდა დაინიშნოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოყენების მეთოდი

ელაქსა პიკო უნდა იქნას მიღებული საღამოს, საკმაო წყლის რაოდენობის მიყოლებით, რათა გამოიწვიოს დეფეკაცია მეორე დილით. ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6-12 საათის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ელაქსა პიკო ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ელაქსა პიკო ვიდრე საჭიროა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს წყალნარევი ფეკალური მასა (დიარეა), მუცლის სპაზმი და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა მსხვილი ნაწლავის შიდა ლორწოვანის დაზიანების შემთხვევები, როდესაც სამკურნალო პროდუქტი მიიღება მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით, ვიდრე რეკომენდებულია ყაბზობის სამკურნალოდ.

ელაქსა პიკო-ს დოზის ქრონიკულმა გადაჭარბებამ, ისევე როგორც ყველა საფაღარათო საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დონი შემცირება, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი (ჰორმონის ალდოსტერონის გაზრდა, რომელიც აკონტროლებს სისხლში კალიუმისა და ნატრიუმის დონეს) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. თირკმლის მილების დაზიანების შემთხვევები (თირკმლის უკმარისობის ტიპი), მეტაბოლური ალკალოზი (მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი) და კუნთების სისუსტე, სისხლში კალიუმის შემცირების მიზეზი გამოწვეულია საფაღარათო საშუალებების მუდმივად ბოროტად გამოყენების გზით.

თუ დაგავიწყდათ ელაქსა პიკო-ს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ელაქსა პიკო-ს მიღებას

სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება შეიძლება რომ შეწყდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

• დიარეა.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

• მუცლის სპაზმები;

• მუცლის ტკივილი;

• კუჭის დისკომფორტი.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

• ღებინება;

• გულისრევა;

• თავბრუსხვევა.

უცნობი სიხშირის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

• კანის რეაქციები, როგორიცაა:

- კანის ან ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა);

- წამლისმიერი გამონაყარი (გამონაყარი ან კანის რეაქცია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატით);

- გამონაყარი;

- ქავილი;

- კრუნჩხვა.

ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შედეგად გამოვლენილი თავბრუსხვევა და კრუნჩხვა შეიძლება გამოწვეული იყოს ყაბზობის გამო (ტკივილი დეფეკაციის დროს, მუცლის ტკივილი).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ მედიკამენტების სააგენტოს მეშვეობით. დამიან გრუევის ქუჩა N8, 1303 სოფია, ბულგარეთი, ტელ.: +359 2 8903417, ვებგვერდი: www.bda.bg. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ ინახება ელაქსა პიკო?

არ აქვს სპეციალური შენახვის პირობები.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე/ბლისტერზე „ვარგისია - მდე“. ვარგისიანობის ბოლო ვადაა მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რომ პროდუქტის ხარისხი დარღვეულია.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ელაქსა პიკო

- აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატის მონოჰიდრატი 5.19მგ, ექვივალენტურია 5მგ ნატრიუმის პიკოსულფატის.

- დამხმარე ინგრედიენტები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატიზებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი.

როგორ გამოიყურება ელაქსა პიკო და შეფუთვის შემადგენლობა

ელაქსა პიკო წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრო ფრის, მრგვალ, ორმხრივამოზნექილ ტაბლეტს.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს (2 ბლისტერი თითოეულში 10 ტაბლეტი) და ინსტრუქციას პაციენტისთვის.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ფორტექს ნუტრასიუტიკალს ოოდ

ქუჩა პროხლადენ კიტ #10,

1362 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი: 2019 წლის მარტი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2024

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041498
მოქმედების ვადა04.07.2029
რეგისტრაციის მფლობელიFortex Nutraceuticals Ltd (ბულგარეთი)
მწარმოებელიFortex Nutraceuticals Ltd., ბულგარეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა5მგ ტაბლეტი №20
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.