ესპუმიზანი 40 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ესპუმიზანი 40 მგ

კაფსულა, №25 · მოქმედი ნივთიერება: Simeticone

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 6.31 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

ესპუმიზანი
Espumisan

საერთაშორისო დასახელება - simeticone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 40 მგ.: 25ც.

1 კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი, რომელიც ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი – ზედაპირულად – აქტიური ნივთიერება, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რომლებიც ამ დროს იშლება. დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის® მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. ახდენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სათანადო დაფარვას კონტრასტული საშუალებით. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
- აეროფაგია;
- დისპეფსია;
- რემხელდის სინდრომი;
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.

ესპუმიზანი — პრეპარატი, რომელიც მუცლის შებერილობის დისკომფორტს აგარიდებთ იხილეთ ბლოგი.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისათვისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება: ინიშნება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 17.02.2026

ანალოგები · Simeticone 40 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ესპუმიზანი Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Aenova Romania SRL(რუმინეთი)), გერმანია №25 6.31 ₾
ესპუმიზანი Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Aenova Romania SRL(რუმინეთი)), გერმანია №100 —
ესპუმიზანი Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Aenova Romania SRL(რუმინეთი)), გერმანია №50 —
ესპუმიზანი BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Germany Eberbach GmbH(გერმანია)), გერმანია №100 —
ესპუმიზანი BERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Germany Eberbach GmbH(გერმანია)), გერმანია №50 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044822
მოქმედების ვადა17.02.2031
რეგისტრაციის მფლობელიBERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
მწარმოებელიBERLIN-CHEMIE AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Germany Eberbach GmbH(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა40მგ რბილი კაფსულა №25 (1X25)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიგასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 22.01.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.