ფასტუმ 2,5 გ/100 გ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ფასტუმ 2,5 გ/100 გ

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Ketoprofen

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 10.65 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

ფასტუმ გელი

Fastum gel

საერთაშორისო დასახელება - ketoprofen

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გელი 2.5%: 50 გ ტუბი

100 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი – 2,5 გ

დამხმარე ნივთიერება: კარბოქსიპოლიმეთილენი, ნეროლის ზეთი, ლავანდის ზეთი, ტრიეთანოლამინი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფასტუმს® აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკავშირდება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებას.

ჩვენებები

რევმატიზმი, ანთება და სხვადასხვა სახის ტკივილის შეგრძნება: სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრის შეტევა, რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი; ბურსიტი, ტენდინიტი, ტენდოსინოვიტი, სინოვიტი; იშიალგია, მიალგია, რადიკულიტი; დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, კუნთების დაჭიმვა; ფლებიტი, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი, ლიმფანგიტი.

მიღების წესები და დოზები

გელი გარეგანი გამოყენებისათვის!

მცირე რაოდენობით (3-5 სმ) გელის წასმა ხდება ანთებითი უბნების კანზე 1-2- ჯერ დღეში მსუბუქი შეზელვით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

დღეისათვის რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ არის აღინიშნული. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, ჭინჭრის ციება).

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაბალი შეწოვის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

- კეტოპროფენის, ასპირინის ან სხვა აასს მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა (ანამნეზში ბრონქოსპაზმის, ჭინჭრის ციების ან რინიტის არსებობა, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას მიღებით);

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების სტადიაში;

- თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;

- დარღვევა სისხლის მხრივ (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოკოაგულაციის დარღვევა);

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- საბავშვო ასაკი (15 წლამდე).

გაფრთხილება

აცნობეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში: ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები ანამნეზში; ბრონქული ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანის პოლიპები; გულის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები

დაუშვებელია გელის მოხვედრა კანის დაზიანებულ ზედაპირზე, ღია ჭრილობებზე, თვალებში და სხვა ლორწოვან გარსებზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თუ იმყოფებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ან იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს გელის გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 15-25°C პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და თავად ტუბზე.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა

ა. მენარინი მენიუფექჩერინგ ლოჯისტიქს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.

იტალია

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 17.10.2025

ანალოგები · Ketoprofen 2,5 გ/100 გ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ფასტუმ A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია №1 10.65 ₾
ფასტუმ A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია №1 10.65 ₾
ფასტუმ A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია №1 10.65 ₾
ფასტუმ A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია №1 10.65 ₾
ფასტუმ A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია №1 10.65 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044161
მოქმედების ვადა17.10.2030
რეგისტრაციის მფლობელიA. Menarini Industrie Farmaceutiche Riunite S.r.l (იტალია)
მწარმოებელიA. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა2,5გ/100გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფისახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 23.02.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.