ფენისტილი 1 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ფენისტილი 1 მგ

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Dimetindene

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 22.53 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - DIMETINDENE

მოქმედი ნივთიერება: დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 20 მლ

1 მლ (20 წვეთი)

დიმეთინდენის მალეატი ......... 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (კონსერვანტი E218), ეთანოლი, დეჰიდროგენიზირებული ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდრატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 30 გ

1 გ

დიმეთინდენის მალეატი ........... 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:

ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:

ჭინჭრის ციება;

წლიური ალერგიული რინიტი;

წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგია;

ქოლესტაზთან დაკავშირებული ქავილის გარდა კანის სხვადასხვა წარმოშობის ქავილი (მათ შორის დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს კანზე გამონაყარი);

მწერების ნაკბენები;

გელი გამოიყენება მზის ერითემიისას და ზედაპირული დამწვრობებისას.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 3-6 მგ (60-120 წვეთი) დაყოფილი სამ მიღებაზე. ე.ი. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.

პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ძილიანობისაკენ, რეკომენდებულია 40 წვეთის დანიშვნა ძილის წინ, ვახშმობის დროს და 20 წვეთი დილით.

1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები მოყვანილია ცხრილში. დანიშვნის ჯერადობა - 3-ჯერ დღე-ღამეში.

ფენისტილის წვეთები არ უნდა იმყოფებოდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. უშუალოდ ჭამის წინ ემატება ბავშვის საკვებიან ბოთლს. თუ ბავშვს უკვე კოვზით აჭმევენ, წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშე, ჩაის კოვზით. წვეთებს აქვს სასიამოვნო გემო. გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

წვეთების მიღების დროს ხშირად აღინიშნება ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მაღალი დოზების გამოყენებისას.

იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის პირღებინება), სიმშრალე პირის ღრუში და ყელში, გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კუნთების სპაზმი და სუნთქვის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.

გელის გარეგანი გამოყენებისას ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე და ქავილი.

პაციენტმა ჩამოუთვლელი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა დიმეთინდენისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია);

* წვეთები არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს;

* ორსულობის I ტრიმესტრი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 03.04.2025

ანალოგები · Dimetindene 1 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
დიმესტილი იაფი JSC «Grindeks», ლატვია №1 17.74 ₾
დიმესტილი JSC «Grindeks», ლატვია №1 17.74 ₾
სუპრასტიგელი EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი №1 —
ფოქსილი Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA S.A., პოლონეთი №1 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-043080
მოქმედების ვადა03.04.2030
რეგისტრაციის მფლობელიHaleon CH SARL (შვეიცარია)
მწარმოებელიHaleon CH SARL, შვეიცარია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 14.11.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.