ფოლის მჟავა 5 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ფოლის მჟავა 5 მგ

ტაბლეტი, №28 · მოქმედი ნივთიერება: Folic acid

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 7.19 ₾ 2 აფთიაქში

ინსტრუქცია

ფოლის მჟავა 5მგ 28 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული. კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის; მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

იხილეთ ბლოგი: ფოლიუმის მჟავა და მისი როლი ადამიანის ჯანმრთელობაში

ფარმაკოკინეტიკა

კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.

ჩვენებები

ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.

რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:

სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;

სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი;

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).

დოზირების რეჟიმი

სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში - შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.

მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.

ორსულობაში - 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში - 300 მკგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).

♦ ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

  • ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.
  • თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.
  • ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.05.2024

ანალოგები · Folic acid 5 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ფოლის მჟავა იაფი «Technolog» PJSC, უკრაინა №50 3.64 ₾
ფოლფული Deva Holding A.S., თურქეთი №50 12.50 ₾
ლომპასარი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -REPLEK FARM Ltd Skopje(მაკედონია)), საქართველო №30 —
ფოლიუმის მჟავა ასტრა «ASTRAPHARM» LLC, უკრაინა №50 —
ფოლიუმის მჟავა ასტრა «ASTRAPHARM» LLC, უკრაინა №50 —
ფოლიუმის მჟავა ნეო GPAX Pharmaceuticals Private Limited, ინდოეთი №100 —
ფოლიუმის მჟავა ნეო GPAX Pharmaceuticals Private Limited, ინდოეთი №100 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-040977
მოქმედების ვადა16.05.2029
რეგისტრაციის მფლობელიWockhardt UK Ltd (დიდი ბრიტანეთი)
მწარმოებელიCP Pharmaceuticals Ltd, დიდი ბრიტანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა5მგ ტაბლეტი №28
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიანემიური პრეპარატები, ფოლის მჟავა და წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.