გამალატი B6 (2 გ + 2 გ + 1 გ + 1 გ/100 მლ)
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

გამალატი B6 (2 გ + 2 გ + 1 გ + 1 გ/100 მლ)

სიროფი / სუსპენზია, №1 · მოქმედი ნივთიერება: Magnesium glutamate hydrobromide + Y-amino-butyric acid; y-amino-β-hydroxy-butyric acid; vitamin b6 (pyridoxine hydrochloride)

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 30.80 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

გამალატი B6 / Gamalate B6

შემადგენლობა

ყოველი 100მლ შეიცავს
მაგნი გლუტამატ ბრომჰიდრატი 2გ
გამა-ამინო-ბუტირის მჟავა (GABA) 2გ
გამა-ამინო-ბეტა-ჰიდროქსი-ბუტირიკ მჟავა (GABOB) 1გ
ვიტამინი B6 1გ
დანამატები Q.S. ყუთი
შეიცავს ნატრიუმ საქარინს

ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალატი B6 ითვისებს რა თავისი აქტიური კომპონენტების: ცერებროტონური ამინომჟავების (GABA და GABOB), მსუბუქი სედატიურის (MGH) და კოენზიმ ვიტამინ B6 თვისებებს ახორციელებს თავის ტვინზე ენერგოტონურ და ნეირორეგულატორულ მოქმედებას.
ამნომჟავები და ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს ცერებრალურ მეტაბოლიზმში და ზრდის ნერვული უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციას. იგი აუმჯობესებს ინტელექტუალურ ხარისხს.

ჩვენებები
მოზრდილებში:
ფუნქციური ასთენიების შემთხევევბში:
-ემოციური არამდგრადობა (ლაბილურობა)
-კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება
-დეპრესია და ნერვული მოშლილობანი
-ადაპტაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში: -გაფანტულობა და კონცენტრაციის დარღვევა სასკოლო ასაკში
-ადაპტაციის ნაკლებობა ან დაქვეითება სოციალურ, ოჯახის და სკოლის პირობებში.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 10მლ 2-3 ჯერ დღეში;
ბავშვებში: 2 წლამდე 2.5მლ 3 ჯერ დღეში;
2-დან 4 წლამდე 5მლ 3-ჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე 10მლ 2-ჯერ დღეში;
7 წლის ზემოთ 10მლ 3 ჯერ დღეში.
ეს დოზები შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ.

უკუჩვენება
ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.

ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2026

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044796
მოქმედების ვადა12.02.2031
რეგისტრაციის მფლობელიFerrer Internacional, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიFerrer Internacional, S.A., ესპანეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა(2გ+2გ+1გ+1გ/100მლ) 80მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 31.07.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.