გინკორ ფორტე 14 მგ + 300 მგ + 300 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

გინკორ ფორტე 14 მგ + 300 მგ + 300 მგ

კაფსულა, №30 · მოქმედი ნივთიერება: Ginkgo (ginkgo biloba) leaves dry extract + Heptaminol hydrochloride + Troxerutin

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 24.37 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობადაგამოშვებისფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი……………………. 14 მგ
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი…………….. 300 მგ
ტროქსერუტინი…………………………………… 300 მგ
ჩვენებები:
პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს:
სიმძიმის შეგრძნების დროს ქვედა კიდურებში;
ტკივილი;
უსიამოვნო შეგრძნება ქვედა კიდურებში – პარესთეზიები ძილის წინ.
პრეპარატი აგრეთვე რეკომენდებულია ჰემოროიდული “კრიზის” დროს.
მიღებისწესებიდადოზირება:
ვენურ–ლიმფურიუკმარისობისდროს:

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში – დილას და საღამოს.
ჰემოროიდულიკრიზებისდროს:

3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.
სპორტსმენებისსაყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს. კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა გამოყენების წინ დაუშვებელია.
რეკომენდებულია წყლის მიყოლება.
განსაკუთრებულიმითითებები:
პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტის გამოვლენისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად მდგომარე პოზა, აგრეთვე, სიფრთხილეა საჭირო სიმსუქნის დროს.
ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.
პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლადა აუცილებელია მკურნალი ექიმს ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.
პრეპარატისდანიშვნისპირობები:

პრეპარატი ინიშნება გარკვეული დაავადებების დროს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება ან ერთხელ ჩატარებული მკურნალობის კურსის განმეორება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
შენახვისპირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობისვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNACIONAL, საფრანგეთი

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 17.06.2026

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045715
მოქმედების ვადა17.06.2031
რეგისტრაციის მფლობელიLaboratoires BOUCHARA-RECORDATI (საფრანგეთი)
მწარმოებელიMAYOLY INDUSTRIE, საფრანგეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა14მგ + 300მგ + 300მგ მყარი კაფსულა №30
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფივაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.