გლუკოვანსი 500 მგ + 2,5 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

გლუკოვანსი 500 მგ + 2,5 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Glibenclamide + Metformin hydrochloride

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 13.05 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

გლუკოვანსი 2,5მგ/500მგ

(Glibenclamide, Metformin)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. შეიცავს მეტფორმინს 500მგ და გლიბენკლამიდს 2,5მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას

ჩვენება: 2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში

უკუჩვენება: 1 ტიპის დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კეტოაციდოზი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მძიმე ინფექციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, პორფირია, ალკოჰოლიზმი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ორსულობა, ლაქტაცია, მიკონაზოლის მიღება

გვერდითი მოვლენები: ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას --,,ანტაბუსის ეფექტი,,

განსაკუთრებული მითითება: მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.

დოზირება: ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური-4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.

მწარმოებელი: MERCK SANTE საფრანგეთი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 25.05.2022

ანალოგები · Glibenclamide + Metformin hydrochloride 500 მგ + 2,5 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
გლუკოვანსი Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №30 13.05 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-035364
მოქმედების ვადა16.12.2026
რეგისტრაციის მფლობელიMerck Sante S.A.S. (საფრანგეთი)
მწარმოებელიMerck Sante s.a.s., საფრანგეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ+2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიდიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 25.10.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.