გლუკოვანსი 500 მგ + 5 მგ
ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Glibenclamide + Metformin hydrochloride
ინსტრუქცია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. შეიცავს მეტფორმინს 500მგ და გლიბენკლამიდს 5მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას.
ჩვენება: 2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში.
უკუჩვენება: 1 ტიპის დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კეტოაციდოზი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მძიმე ინფექციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, პორფირია, ალკოჰოლიზმი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ორსულობა, ლაქტაცია, მიკონაზოლის მიღება.
გვერდითი მოვლენები: ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას --,,ანტაბუსის ეფექტი,,
განსაკუთრებული მითითება: მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.
დოზირება: ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური -4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ
მწარმოებელი: საფრანგეთი, MERCK SANTE
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 25.05.2022
ანალოგები · Glibenclamide + Metformin hydrochloride 500 მგ + 5 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| გლუკოვანსი | Merck Sante s.a.s., საფრანგეთი | №30 | 12.66 ₾ |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.