ინოკლიმი 40
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ინოკლიმი 40

კაფსულა, №30 · მოქმედი ნივთიერება: _

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 43.29 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

ინოკლიმი
INOCLIM
საერთაშორისო დასახელება - comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - კლიმაქსის საწინააღმდეგო საშუალებები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულა #30

1 რბილი კაფსულა შეიცავს: სოიოს ექსტრატი მინიმუმ 40%-ნი იზოფლავონების შემცველობით 100,0 მგ, მზესუმზირის ზეთი 137,0 მგ, ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი 15,0 მგ, სოიოს ლეციტინი 3,0 მგ, თევზის ჟელატინი 69,2 მგ, გლიცერინი 43,3 მგ, სიმინდის სახამებელი 9,6 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) 4,8 მგ, რკინის ოქსიდი წითელი (E 172) 0,07 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ინოკლიმი შეიცავს სოიოს იზოფლავონებს: გენისტინს და დაიდზინს. იზოფლავონებს ახასიეთებთ ესტროგენების მზგავსი სტრუქტურა და მოლეკულური მასა, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას შერჩევითად იმოქმედონ (87%) სისხლძარღვთა კედლის, თავის ტვინის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, ძვლოვანო ქსოვილის β–რეცეპტორებზე, რითაც ახდენენ ესტროგენებისათვის დამახასიეთებელი მექანიზმების პოტენცირებას და კლიმაქტერული სიმპტომების ინტენსიობის შემცირებასა და თავიდან აცილებას.

ჩვენებები
ესტროგენების დაფიციტით გამოწვეული კლიმაქტერული სიმტომების თერაპია ქალებში პრე- და მენოპაუზის პერიოდში (ალები, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, ძილის დარღვევა, ნერვული გაღიზიანება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატროფიული პროცესები,).

მიღების წესები და დოზები
1 ან 2 კაფსულა დღეში (რაც შეესაბამება 40–80 მგ სოიოს იზოფლავონებს) არა უმეტეს 1 მგ/კგ/დღეში 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელიბა პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებანი: რეკომენდებულია როგორც იზოფლავონების დამატებითი წყარო. მკურნალობის ჩატარება აუცილებელია რეკომენდებული დიეტის გათვალისწინებით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ჭარბი დოზირება
აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა ნაკლებ 4ºC და არა უმეტესი 25ºC. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 18.05.2022

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ/ა-რ/ა-001878
მოქმედების ვადა18.05.2027
რეგისტრაციის მფლობელიLaboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
მწარმოებელიINNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Catalent Italy S.P.A.(იტალია)), საფრანგეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა40 მგ ჟელატინის რბილი კაფსულა №30 (2X15)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიბიოლოგიურად აქტიური დანამატი
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 20.09.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.