ლანსოპრაზოლი(ლოპაზი) 30 მგ
კაფსულა, №28 · მოქმედი ნივთიერება: Lansoprazole
ინსტრუქცია
საერთაშორისო დასახელება - lansoprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის სამკურნალო საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაა. აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. კუჭის პარიეტალურ უჯრედებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – სულფონამიდად. ამცირებს ბაზალურ და მასტიმულირებელ (საკვები, პენტაგასტრინი, ინსულინი) სეკრეციას და სეკრეტის მოცულობას. მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე. გააჩნია გასტროპროტექტორული მოქმედება: ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის და ბიკარბონატების სეკრეციის გაძლიერება. თრგუნავს Helicobacter pylori-ს ზრდას, ამცირებს კუჭის ანტრალურ ნაწილში სისხლის მიმოქცევას და თრგუნავს კუჭის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას.
ჩვენებები
არაწყლულოვანი დისპეფსია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ზოლინგერ - ელისონის სინდრომი, Helicobacter pylori-ს ინფექცია (კომბინირებული მკურნალობა).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად დილით. არაწყლულოვანი დისპეფსია: 15-30 მგ/დღეში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 30 მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლული: 30-60 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, რეფლუქს-ეზოფაგიტი: 30 მგ/დღეში - 4 კვირა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რომელიც უზრუნველყოფს ბაზალურ მჟავიანობის დონეს 10 მმოლ/სთ. Helicobacter pylori-ს ინფექცია: 30 მგ 2-ჯერ დღეში (კომბინირებული მკურნალობა).
გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტი: დიარეა, იშვიათად მადის მომატება ან შემცირება, გულისრევა, ტკივილი კუჭში, ყაბზობა. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, ძილიანობა. კანი: იშვიათად გამონაყარი, ანგიოდემა, ზოგჯერ ინტერსტიციული ნეფრიტი, ღვიძლის დისფუნქცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ორსულობის პერიოდი (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 14.03.2024
ანალოგები · Lansoprazole 30 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| დეგასტროლი | Deva Holding A.S., თურქეთი | №28 | 11.33 ₾ |
| ლანსოპტოლი | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია | №14 | 13.69 ₾ |
| ლანტოროლი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №14 | 13.69 ₾ |
| ნოვალანსი | LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი | №14 | 13.69 ₾ |
| ნოვალანსი | LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი | №14 | 13.69 ₾ |
| ლანსობელი | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი | №14 | 13.70 ₾ |
| ლანსოპრაზოლი(ლოპაზი) | S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი | №20 | 15.10 ₾ |
| ლან- | „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), საქართველო | №30 | 26.21 ₾ |
| აპრაზოლი | — | №28 | — |
| ექსილანსი | LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი | №28 | — |
| ექსილანსი | LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი | №14 | — |
| ლანსიპროლი | Medicair Bioscience Laboratories S.A., საბერძნეთი | №28 | — |
| ლანსობელი | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი | №28 | — |
| ლანსოლი | GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო | №10 | — |
| ლანსოტერი | — | №28 | — |
| პროგასტი | Deva Holding A.S., თურქეთი | №28 | — |
| პროგასტი | Deva Holding A.S., თურქეთი | №14 | — |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.