ლეტირამი 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ლეტირამი 500 მგ

ტაბლეტი, №60 · მოქმედი ნივთიერება: Levetiracetam

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 54.36 ₾ 2 აფთიაქში

ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ლეტირამი®, 250 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

ლეტირამი®, 500 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

ლეტირამი®, 750 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

ლეტირამი®, 1000 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ლევეტირაცეტამი

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი 250 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევეტირაცეტამს.

ყოველი 500 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.

ყოველი 750 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 750 მგ ლევეტირაცეტამს.

ყოველი 1000 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ლევეტირაცეტამს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით:

750 მგ ტაბლეტები: საღებავი სანსეტი ყვითელი (E110)

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

3. წამლის ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები.

გარეგანი სახე:

250მგ ტაბლეტები: ცისფერი ოვალური ფორმის გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

500მგ ტაბლეტები: ყვითელი ოვალური ფორმის გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

750მგ ტაბლეტები: ნარინჯისფერი ოვალური ფორმის გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

1000მგ ტაბლეტები: თეთრი ოვალური ფორმის გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ერთ მხარეს.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენება

ლეტირამი® ნაჩვენებია, როგორც მონოთერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ეპილფსიის პირველადი დიაგნოსტირებისას.

ლეტირამი® ნაჩვენებია, როგორც დამატებითი მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში:

პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში 1 თვის ასაკიდან;

მიოკლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია;

პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია.

4.2 დოზირება და მიღების წესი

გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად, გადაყლაპვა უნდა მოხდეს საკმარისი სითხის დაყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღეღამური დოზა იყოფა თანაბარი დოზებად ორ მიღებაზე.

მონოთერაპია

მოზრდელები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

რეკომენდებული საწყისი დოზა 250 მგ ორჯერ დღეში, ორი კვირის შემდეგ უნდა გაიზარდოს საწყის თერაპიულ დოზამდე - 500 მგ ორჯერ დღეში. შემდგომში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 250 მგ-ით ორჯერ დღეში, ყოველ ორ კვირაში, კლინიკური რეაქციიდან გამომდინარე. მაქსიმალური დოზა შეადგენს 1500 მგ-ს ორჯერ დღეში.

დამატებითი თერაპია

მოზრდილები (18 წლის და მეტი) და მოზარდები (12-დან 17-წლამდე) სხეულის წონით 50კგ ან მეტი

საწყისი თერაპიული დოზაა 500მგ ორჯერ დღეში. ამ დოზით პირველივე დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა. კლინიკური რეაქციიდან და ტოლერანტობიდან გამომდინარე, ყოველდღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე ორჯერ დღეში. დოზის ცვლილება შესაძლებელია გაზრდის ან შემცირების გზით - 500 მგ-ით ორჯერ დღეში, ყოველ ორ-ოთხ კვირაში.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტი)

დოზის კორექცია რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ქვემოთ პარაგრაფი "პაციენტები თირკმლის უკმარისობით").

6-დან 23 თვემდე ასაკის ჩვილები, ბავშვები (2-დან 11-წლამდე) და მოზარდები (12-დან 17-წლამდე) 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით

საწყისი თერაპიული დოზაა 10 მგ/კგ ორჯერ დღეში.

კლინიკური რეაქციიდან და ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ/კგ-მდე ორჯერ დღეში. დოზის ცვლილებისას, ზრდა ან შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ს ორჯერ დღეში, ყოველ ორ კვირაში. რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.

50კგ ან მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის დოზა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც მოზრდილებში.

ექიმმა უნდა დანიშნოს წამლის ყველაზე შესაფერისი ფორმა და კონცენტრაცია, სხეულის წონისა და დოზირების შესაბამისად.

რეკომენდებული დოზა ჩვილებისთვის 6 თვის ასაკიდან, ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

სხეულის წონა

საწყისი დოზა:

10მგ/კგ ორჯერ დღეში

მაქსიმალური დოზა:

30მგ/კგ ორჯერ დღეში

6კგ(1)

60მგ (0,6მლ) ორჯერ დღეში

180მგ (1,8მლ) ორჯერ დღეში

10კგ(1)

100მგ (1მლ) ორჯერ დღეში

300მგ (3მლ) ორჯერ დღეში

15კგ(1)

150მგ (1,5მლ) ორჯერ დღეში

450მგ (4,5მლ) ორჯერ დღეში

20კგ(1)

200მგ (2მლ) ორჯერ დღეში

600მგ (6მლ) ორჯერ დღეში

25კგ

250მგ ორჯერ დღეში

750მგ ორჯერ დღეში

50კგ და მეტი(2)

500მგ ორჯერ დღეში

1500მგ ორჯერ დღეში

(1) 20კგ ან ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის სასურველია მკურნალობი დაიწყება 100 მგ/მლ ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარით.

(2) 50 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებითვის და მოზარდებისთვის დოზა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც მოზრდილებში.

ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე მისაღები წამლის ფორმა, გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია სხეულის წონისა და დოზირების შესაბამისად.

არსებობს პერორალური ხსნარის სამი გამოშვების ფორმა:

- 300მლ-იანი ფლაკონი საზომი შპრიცით, რომელიც შეიცავს 1000მგ-მდე ლევეტირაცეტამს (შეესაბამება 10მლ-ს) 0,25მლ-იანი დაყოფით (შეესაბამება 25მგ-ს);

- 150მლ-იანი ფლაკონი საზომი შპრიცით, რომელიც შეიცავს 300მგ-მდე ლევეტირაცეტამს (შეესაბამება 3მლ-ს) 0,1მლ-იანი დაყოფით (შეესაბამება 10მგ-ს).

ზუსტი დოზირების უზრუნველსაყოფად, ჩვილებს 6 თვის ასაკიდან და პატარა ბავშვებს უნდა დაენიშნოთ პრეპარატი უფრო მცირე ზომის ფლაკონით (150მლ), რომელსაც თან ახლავს საზომი შპრიცი 0,1-დან 3მლ-მდე 0,1მლ-იანი დანაყოფებით.

- 150მლ-იანი ფლაკონი საზომი შპრიცით, რომელიც შეიცავს 100მგ-მდე ლევეტირაცეტამს (შეესაბამება 1მლ-ს) 0,05მლ-იანი დაყოფით (შეესაბამება 5მგ-ს).

ზუსტი დოზირების უზრუნველსაყოფად, 6 თვემდე ასაკის ჩვილებს უნდა დაენიშნოთ პრეპარატი უფრო მცირე ზომის ფლაკონით (150მლ), რომელსაც თან ახლავს საზომი შპრიცი 0,05-დან 1მლ-მდე 0,05მლ-იანი დანაყოფებით.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

ყოველდღიური დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ზრდასრული პაციენტებისათვის უნდა შემოწმდეს ქვემოთ მოცემული ცხრილი და დოზა დაკორექტირდეს შესაბამისად. დოზირების ამ ცხრილის გამოსაყენებლად, აუცილებელია შეფასდეს პაციენტის კრეატინინის კლირენსი (CLcr) მლ/წთ-ში. CLcr მლ/წთ-ში მოზრდილებისა მოზარდებისთვის 50კგ და მეტი სხეულის წონით შეიძლება შეფასდეს შრატისმიერი კრეატინინის მიღებული მნიშვნელობიდან (მგ/დლ), შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

(ქალებისთვის x 0,85)

შემდეგ ხდება CLcr-ის კორექცია სხეულის ზედაპირის ფართობის (სზფ) გათვალისწინებით შემდეგნაირად:

x1,73

დოზის კორექცია თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილ პაციენტებში:

ჯგუფი თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების პერიოდულობა

ნორმალური

>80

500-დან 1500მგ-მდე ორჯერ დღეში

სუსტი

50-79

500-დან 1000მგ-მდე ორჯერ დღეში

ზომიერი

30-49

250-დან 750მგ-მდე ორჯერ დღეში

მძიმე

<30

250-დან 500მგ-მდე ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიით, რომლებიც გადიან დიალიზს (1)

-

250-დან 1000მგ-მდე ორჯერ დღეში (2)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია დატვირთვითი დოზა 750მგ.

(2) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზა 250-დან 500მგ-მდე.

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის საჭიროა ლევეტირაცეტამის დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ლევეტირაცეტამის კლირენსი დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე. ეს რეკომენდაცია ეფუძნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებს.

CLcr-ის მნიშვნელობა მლ/წთ/1,73მ2-ში უმცროსი მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის და ჩვილებისთვის შეიძლება შეფასდეს შრატისმიერი კრეატინინის მიღებული მნიშვნელობიდან (მგ/დლ), შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის /Schwartz/ ფორმულა):

ks = 0,45 1 წლამდე ასაკის დღესრული ჩვილებისთვის; ks = 0,55 13 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის; ks = 0,7 მამრობითი სქესის მოზარდებისთვის.

დოზის კორექცია ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის თირკმლის უკმარისობით

ჯგუფი თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით

კლირენსი (მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების პერიოდულობა

ჩვილები 1-დან 6 თვემდე

ჩვილები 6-დან 23 თვემდე, ბავშვები და მოზარდები არანაკლებ 50კგ სხეულის წონოთ

ნორმალური

>80

7-დან 21მგ/კგ-მდე (0,07-დან 0,21მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

10-დან 30მგ/კგ-მდე (0,10-დან 0,30მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

სუსტი

50-79

7-დან 14მგ/კგ-მდე (0,07-დან 0,14მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

10-დან 20მგ/კგ-მდე (0,10-დან 0,20მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

ზომიერი

30-49

3,5-დან 10,5მგ/კგ-მდე (0,035-დან 0,105მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

5-დან 15მგ/კგ-მდე (0,05-დან 0,15მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

მძიმე

<30

3,5-დან 7მგ/კგ-მდე (0,035-დან 0,07მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

5-დან 10მგ/კგ-მდე (0,05-დან 0,10მლ/კგ-მდე) ორჯერ დღეში

პაციენტები თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიით, რომლებიც გადიან დიალიზს

-

7-დან 14მგ/კგ-მდე (0,07-დან 0,14მლ/კგ-მდე) ერთხელ დღეში (1) (3)

10-დან 20მგ/კგ-მდე (0,10-დან 0,20მლ/კგ-მდე) ერთხელ დღეში (2) (4)

(1) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია დატვირთვითი დოზა10,5მგ/კგ (0,105მლ/კგ).

(2) ლევეტირაცეტამით მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია დატვირთვითი დოზა15მგ/კგ (0,15მლ/კგ).

(3) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზა 3,5-დან 7მგ/კგ-მდე (0,035-დან 0,07მლ/კგ-მდე).

(4) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზა 5-დან 10მგ/კგ-მდე (0,05-დან 0,10მლ/კგ-მდე).

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსი შეიძლება არ ასახავდეს თირკმლის უკმარისობას. ამიტომ რეკომენდებულია ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის შემცირება რეკომენდებული დოზის 50%-ით, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის <60 მლ/წთ/1,73მ2.

4.3 უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები დ სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მიმდინარე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, ლევეტირაცეტამის შეწყვეტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი შეწყვეტა თანდათანობით (მაგ. მოზრდილებში: შემცირება 500მგ-ით ორჯერ დღეში ყოველ ორ-ოთხ კვირაში; 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით: დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10მგ/კგ-ს ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში; ჩვილებისთვის (6 თვეზე ნაკლები): დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 7მგ/კგ ორჯერ დღეში ყოველ ორ კვირაში).

ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიანიშნებს გავლენას ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე. თუმცა, ბავშვებში გრძელვადიანი გავლენა დასწავლაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე, ზრდაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, სქესობრივ მომწიფებასა და რეპროდუქციულ პოტენციალზე ჯერ არ არის შესწავლილი.

დაფიქსირდა გულყრების სიხშირის ზრდა 25%-ზე მეტად მოზრდილებისა და ბავშვების (4-16 წლამდე) 14%-ში, რომელთაც ჰქონდათ პარციალური გულყრები და იღებდნენ ლევეტირაცეტამს, მაშინ როცა პლაცებოს მიმღებ მოზრდილებსა და ბავშვებში, აღნიშნული დაფიქსირფა 26%-ში და 21%-ში, შესაბამამისად. როდესაც ლევეტირაცეტამი გამოიყენეს პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში, მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მაჩვენებელზე.

ლევეტირაცეტამის გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება დოზის არჩევამდე (იხ. პარაგრაფი 4.2).

აღინიშნა თვითმკვლელობის შემთხვევები, თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდური აზროვნება და ქცევა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს (მათ შორის ლევეტირაცეტამს). ანტიეპილეფსიური საშუალებების რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზროვნებისა და ქცევის რისკის უმნიშვნელო ზრდა. ამ რისკის მექანიზმი უცნობია.

ამ მიზეზის გამო, აუცილებელია პაციენტების კონტროლი დეპრესიის ნიშნების და/ან სუიციდური აზროვნების და ქცევის გამოვლენაზე და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტებს (და მათ მომვლელებს) უნდა მიეცეთ რჩევა რომ, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება დეპრესიის ან/და სუიციდური აზროვნების ან ქცევის ნიშნები.

ტაბლეტიური ფორმა არ არის შესაფერისი 6 თვემდე ასაკის ჩვილებში გამოსაყენებლად.

ლევეტირაცეტამის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წელზე ნაკლები ასაკის ჩვილებში კარგად ალევეტირაცეტამის რ არის შესწავლილი. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა მხოლოდ 1 წლამდე ასაკის 35 ჩვილი, რომელთაგან მხოლოდ 13 იყო 6 თვემდე ასაკის.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მოზრდილებში ჩატარებული წინასწარი გაყიდვების კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ მოქმედებს არსებული ანტიეპილეფსიური საშუალებების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიგინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი) კონცენტრაციაზე სისხლის შრატში და არც ეს ანტიეპილეფსიური საშუალებები არ მოქმედებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ისევე როგორც მოზრდილებში, კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს არც ბავშვებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს 60 მგ/კგ-მდე დღეში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტიულმა შეფასებამ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე) დაადასტურა, რომ პერორალური ლევეტირაცეტამით დამატებითი მკურნალობა, სტაბილურ მდგომარეობაში არ ახდენს გავლენას კარბამაზეპინისა და ვალპროატის შრატისმიერ კონცენტრაციაზე, ერთდროულად მიღებისას. თუმცა, მონაცემები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ლევეტირაცეტამის კლირენსი იზრდება 20%-ით ბავშვებში, რომლებიც იღებენ ფერმენტ-მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. დოზის კორექცია არ არის საჭირო.

გამოვლინდა, რომ პრობენეციდი (500მგ ოთხჯერ დღეში) - მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი საშუალება, ანელებს პირველადი მეტაბოლიტის თირკმლისმიერ კლირენსს, მაგრამ არა ლევეტირაცეტამისას. ამასთან, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია რჩება დაბალი. მოსალოდნელია, რომ აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გამოთავისუფლებულ სხვა პრეპარატებს, ასევე შეუძლიათ შეამცირონ ამ მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი. ლევეტირაცეტამის მოქმედება პრობენეციდზე არ არის შესწავლილი და ასევე, უცნობია ლევეტირაცეტამის მოქმედება სეკრეციით აქტიურად გამოთავისუფლებულ სხვა პრეპარატებზე, მაგ., არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, სულფონამიდებზე და მეტოტრექსატზე.

დღეში 1000მგ ლევეტირაცეტამის მიღებას გავლენა არ მოუხდენია პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი); ენდოკრინული პარამეტრები (მალუთეინიზირებელი ჰორმონი და პროგესტერონი) არ შეცვლილა. დღეში 2000მგ ლევეტირაცეტამის მიღებას გავლენა არ მოუხდენია დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დროის მნიშვნელობები არ შეცვლილა. დიგოქსინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ვარფარინთან ერთად მიღებამ არ იმოქმედა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

არ მოიპოვება მონაცემები ანტაციდური პრეპარატების გავლენის შესახებ ლევეტირაცეტამის შეწოვაზე.

საკვების მიღებამ არ შეცვალა ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხი, თუმცა შეწოვის სიჩქარე ოდნავ შემცირდა.

არ არსებობს მონაცემები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

4.6 ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში ლევეტირაცეტამის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს არასაკმარისი მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

ლეტირამი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ ეს არ წარმოადგენს აშკარა აუცილებლობას.

სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების მსგავსად, ორსულობის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლევეტირაცეტამის კონცენტრაციაზე. ორსულობის დროს დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება. ეს შემცირება ყველაზე მეტად გამოხატული იყო მესამე ტრიმესტრში (ორსულობამდე საწყისი კონცენტრაციის 60%-მდე). საჭიროა სათანადო კლინიკური დაკვირვება ორსული ქალებზე, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს. ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაამწვაოს დაავადება, რაც შეიძლება საზიანო იყოს დედისთვის და ნაყოფისთვის.

ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ საჭიროა ლევეტირაცეტამით მკურნალობა ძუძუთი კვების დროს, უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი და რისკები, ძუძუთი კვების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

4.7 ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ მომხდარა პრეპარატის მოქმედების შესწავლა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მგრძნობელობის შესაძლო ინდივიდუალური განსხვავებების გამო, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა ან სხვა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ. ამიტომ, ასეთ პაციენტებს ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი ამოცანების შესრულებისას, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური უნარები, მაგ., სატრანსპორტო საშუალებებისმართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა. პაციენტებს ურჩევენ თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ არ დადგინდება, რომ პრეპარატი გავლენას არ ახდენს მათზე ამ მოქმედებების შესრულებისას.

4.8 გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ქვემოთ წარმოდგენილი გვერდითი მოვლენების პროფილი ემყარება პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ერთობლივ ანალიზს, ყველა გამოყენების ჩვენებისთვის (სულ: 3416 პაციენტი, რომელიც მკურნალობდა ლევეტირაცეტამით). ამ მონაცემებს ავსებს მონაცემები, რომლებიც მიღებულია შემდგომი დაკვირვების შესაბამის ღია კვლევებში ლევეტირაცეტამის გამოყენების და პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენების შედეგად. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო: რინოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილი ზოგადად მსგავსი იყო სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში (მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში) და ეპილეფსიისას სხვადასხვა დადასტურებული მიღების ჩენებებისთვის.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ცხრილის ფორმით

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევებისას (მოზრდილები, მოზარდები, ბავშვები, სიცოცხლის მე–2 თვიდან დაწყებული) და პოსტრეგისტრაციული გამოყენების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ ცხრილში ორგანოთა სისტემების და სიხშირის მიხედვით. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არც ისე ხშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000);

ძალიან იშვიათი (≥1/10 000).

MedDRA SOC (ორგანოთა სისტემის კლასი).

სიხშირის კატეგორია

ძალიან ხშირი

ხშირი

არც ისე ხშირი

იშვიათი

ინფექციები და ინვაზიები

რინოფარინგიტი

ინფექცია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია (1)

პანციტოპენია (1,2),

ნეიტროპენია (1)

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ანორექსია

სხეულის წონის შემცირება (1), სხეულის წონის მომატება

ფქისიკური დარღვევები

დეპრესია, მტრული დამოკიდებულება/

აგრესია, შფოთვა (1), უძილობა, ნერვოზულობა/ გაღიზიანებადობა

თვითმკვლელობის მცდელობები (1),

სუიციდური აზრები (1), ფსიქოზი (1),

ქცევითი დარღვევები (1),

ჰალუცინაციები (1),

რისხვა (1), დაბნეულობა (1), აფექტის ლაბილურობა/ განწყობის ცვალებადობა,

აღგზნებადობა

თვითმკვლელობის სირულეში მოყვნა (1), პიროვნების დარღვევები, აზროვნების დარღვევები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძილიანობა, თავის ტკივილი

კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, მოთენთილობა, ტრემორი

ამნეზია, მეხსიერების დარღვევა,

კოორდინაციის დარღვევა/ატაქსია,

პარესთეზია (1),

ყურადღების დარღვევა

ქორეოათეტოზი (1), დისკინეზია (1),

ჰიპერკინეზია

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი მხედველობა

დარღვევები სმენის ორგანოების და წონასწორობის მხრივ

სისტემური თავბრუსხვევა

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ხველა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა

პანკრეატიტი (1)

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები (1)

ღვიძლის უკმარისობა (1), ჰეპატიტი (1)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

კანისმიერი გამონაყარი

ალოპეცია (1), ეკზემა, კანისმიერი ქავილი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (1),

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (1),

ერითემა მულტიფორმული (1)

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრი

კუნთების სისუსტე, მიალგია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ასთენია/ დაღლილობა

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურების გართულებები

ტრავმა

(1) გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაემატა პოსტმარკეტინგიული გამოცდილების საფუძველზე.

(2) რამდენიმე შემთხვევაში, გამოვლინდა ძვლის ტვინის დათრგუნვის შემთხვევები.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ანორექსიის რისკი უფრო მაღალია ტოპირამატისა და ლევეტირაცეტამის კომბინირებული მიღებისას. ალოპეციის რამდენიმე შემთხვევაში, ლევეტირაცეტამის შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირდა თმის ზრდის აღდგენა.

პედიატრიული პაციენტები

პლაცებოთ-კონტროლირებად კვლევებში და შემდგომი დაკვირვების ღია კვლევებში, სულ 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის 190 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით. ამ პაციენტებიდან სამოცი (60) იღებდა ლევეტირაცეტამს პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში. სულ 4-დან 16 წლამდე ასაკის 645 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში და შემდგომი დაკვირვების ღია კვლევებში. აქედან 233 პაციენტი იღებდა ლევეტირაცეტამს პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში. ორივე პედიატრიულ ჯგუფში ამ მონაცემებს დაემატა ლევეტირაცეტამის პოსტრეგისტრაციული გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემები.

ლევეტირაცეტამის გვერდითი მოვლენების პროფილი, ზოგადად, მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის და და ეპილეფსიისას სხვადასხვა დადასტურებული მიღების ჩენებებისთვის. პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შედეგები შეესაბამება მოზრდილებში ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილს, გარდა გვერდითი მოვლენებისა ფსიქიატრიული და ქცევითი კუთხით, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდებოდა ბავშვებში ვიდრე მოზრდილებში. 4-16 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ღებინება (ძალიან ხშირი, 11,2%), აგზნებადობა (ხშირი, 3,4%), განწყობილების ცვალებადობა (ხშირი, 2,1%), აფექტის ლაბილურობა (ხშირი, 1,7 %), აგრესია (ხშირი, 8,2%), ქცევთი დარღვევები (ხშირი, 5,6%) და მოთენთილონა (ხშირი, 3,9%) უფრო ხშირი იყო სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ან უსაფრთხოების საერთო პროფილით. 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა გაღიზიანებადობა (ძალიან ხშირი, 11,7%) და კოორდინაციის დარღვევა (ხშირი 3,3%) სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ან უსაფრთხოების საერთო პროფილით.

ბავშვებში ჩატარებულ ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი უსაფრთხოების კვლევის დროს (ნულოვანი ჰიპოთეზა: შესაბარებელი პრეპარატების თანასწორობა) აფასებდნენ ლევეტირაცეტამის ზეგავლენას კოგნიტურ და ფსიქონევროლოგიურ ფუნქციებზე 4-16 წლის ბავშვებში, რომლებსაც ჰქონდათ პარციალური გულყრები. გაკეთდა დასკვნა, რომ ლევეტირაცეტამი არ განსხვავდება (უარესის თვალაზრისით) პლაცებოსგან ყურადღების და მეხსიერების მაჩვენებლების ცვლილების თვალსაზრისით (R ლეიტერის შკალის მიხედვით) და მეხსიერების სკრინინგის კომპოზიციური შეფასებით პროტოკოლის პოპულაციაში. ქცევასთან და ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული შედეგები, რომლებიც დაფუძნებულია სტანდარტიზებულ და სისტემატურ გაზომვაზე, ვალიდური ინსტრუმენტის გამოყენებით (ახენბახის ბავშვთა ქცევაზე დაკვირვების ჩამონათვალი) მიუთითებს აგრესიული ქცევის გაძლიერებაზე ლევეტირაცეტამის მიმღებ პაციენტებში.

თუმცა, მონაწილეებს, რომლებმაც მიიღეს ლევეტირაცეტამი გრძელვადიან, შემდგომი დაკვირვების ღია კვლევებში, არ აღენიშნებოდათ ქცევითი და ემოციური ფუნქციონირების საშუალო დონის გაუარესება. კერძოდ, აგრესიული ქცევის მაჩვენებლები არ იყო გაუარესებული საბაზისო დონესთან შედარებით.

4.9 დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

ლევეტირაცეტამით დოზის გადაჭარბებისას აღინიშნებდა: ძილიანობა, შფოთვა, აგრესიულობა, ცნობიერების დონის დაქვეითება, სუნთქვის უკმარისობა და კომა.

დახმარება დოზის გადაჭარბების დროს

დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ კუჭის ამოსუფთავება შეიძლება ამორეცხვით ან ღებინების გამოწვევით. ლევეტირაცეტამის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების დროს მისაღები ზომები უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ჰემოდიალიზს. დიალიზის ეფექტურობა ლევეტირაცეტამისთვის არის 60% და პირველადი მეტაბოლიტისთვის 74%.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ანტიეპილეფსიური საშუალებები, ათქ კოდი: N03AX14.

ლევეტირაცეტამის მოქმედი ნივთიერება არის პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანტიომერი), რომელიც ქიმიურად არ არის არსებული ანტიეპილეფსიური მოქმედი ნივთიერებების მსგავსი.

მოქმედების მექანიზმი

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი ჯერ სრულად არ არის გამოკვლეული, თუმცა ის, როგორც ჩანს, განსხვავდება თანამედროვე ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედების მექანიზმისგან. In vitro და in vivo ექსპერიმენტები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის ძირითად უჯრედულ მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი ახდენს გავლენას Ca2+-ის ინტრანეირონულ დონეზე იონების ნაკადის ნაწილობრივი ინჰიბირებით, Ca2+-ის N-ტიპის Ca2+ არხებით და ამცირებს Ca2+-ის გამოთავისუფლებას ინტრანეირონული წყაროებიდან. გარდა ამისა, ის ნაწილობრივ ბლიკავს გამა-ამინობუტრინის მჟავის და გლიცინის მიერ რეგულირებადი ნაკადების შემცირებას, რომელიც ინდუცირებულია თუთიით და β-კარბოლინებით. უფრო მეტიც, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი უკავშირდება ტვინის ქსოვილის კონკრეტულ ადგილს მღრღნელებში. შეკავშირების ეს ადგილი - სინაფსური 2A ვეზიკულის ცილა, რომელიც, სავარაუდოდ, მონაწილეობს ვეზიკულების შერწყმაში და ნეიროტრანსმიტერების ეგზოციტოზში. ლევეტირაცეტამი და მისი მსგავსი ანალოგები აჩვენებენ რიგობრივი თანმიმდევრობის მსგავსებას სინაფსური 2A ვეზიკულის ცილებთან შეკავშირების თვალსაზრისით, რაც კორელაციაშია მათ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებასთან აუდიოგენური ეპილეფსიის თაგვების მოდელში. ეს მონაცემები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ურთიერთქმედება ლევეტირაცეტამსა და სინაფსური 2A ვეზიკულის ცილას შორის, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ამ სამკურნალო პრეპარატის ანტიეპილეფსიურ მოქმედების მექანიზმის გამოვლენას.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ლევეტირაცეტმი ავლენს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას პარციალური და პირველადი-გენერალიზებული გულყრების ცხოველური მოდელების ფართო სპექტრში, პროკონვულსიური ეფექტის გარეშე.

პირველადი მეტაბოლიტი არააქტიურია. ადამიანებში მოქმედებამ, როგორც პარციალურ, ასევე გენერალიზებულ ეპილეფსიურ პირობებში (ეპილეფტიფორმული გამოვლინებები/ ფოტოპარქსიზმული რეაქცია), დაადასტურა ლევეტირაცეტამის ფარმაკოლოგიური პროფილის ფართო სპექტრი.

კლინიკური გამოცდილება

დამატებითი თერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში 1 თვის ასაკიდან

მოზრდილებში ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა 3 ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 1000მგ, 2000მგ ან 3000მგ დოზების მიღებისას დღეში (2 თანაბარ დოზად გაყოფილი), მკურნალობის 18 კვირამდე ხანგრძლივობით. გაერთიანებული მონაცემების ანალიზში, პაციენტთა წილი, რომლებმაც მიაღწიეს პარციალური გულყრების სიხშირის შემცირებას 50%-ით ან მეტით კვირის განმავლობაში საწყის დონესთან შედარებით მუდმივი დოზის პირობებიში (12/14 კვირა), შეადგენდა 27,7%, 31,6% და 41,3%-ს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც იღებდნენ 1000, 2000 და 3000მგ ლევეტირაცეტამს შესაბამისად, და 12,6%-ს პაციენტებისთვის - რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ბავშვებში (4-დან 16 წლამდე) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 198 პაციენტს, 14 კვირიანი მკურნალობის ხანგრძლივობით. ამ კვლევაში პაციენტები იღებდნენ ლევეტირაცეტამს ფიქსირებული დოზით 60მგ/კგ/დღეში (გაყოფილი ორ მიღებად).

პაციენტთა 44,6%-მა, რომლებმაც მიიღეს ლევეტირაცეტამი და პაციენტების 19,6%-მა, რომლებმაც მიიღეს პლაცებო, მიაღწიეს პარციალური გულყრების სიხშირის შემცირებას 50%-ით ან მეტით კვირის განმავლობაში საწყის დონესთან შედარებით. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობის პირობებში, პაციენტების 11,4%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ხოლო 7,2%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ბავშვებისთვის (1 თვიდან 4 წლამდე) ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დადგინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 116 პაციენტმა; მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 დღეს. ამ კვლევაში პაციენტებს დაუნიშნეს ყოველდღიური დოზა 20მგ/კგ, 25მგ/კგ, 40მგ/კგ ან 50მგ/კგ პერორალური ხსნარის სახით მათი ასაკის შესაბამისი ტიტრირების სქემის მიხედვით. ამ კვლევაში გამოიყენებოდა დოზა 20მგ/კგ/დღეში ტიტრირებით 40მგ/კგ-მდე დღეში ერთიდან ექვს თვემდე ჩვილებისთვის და 25 მგ/კგ/დღეში ტიტრირებით 50მგ/კგ-მდე დღეში 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის. საერთო დღიური დოზა მიიღებოდა დაყოფილი ორ დოზად.

ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი იყო პაციენტთა რიცხვი, რომლებიც პასუხობდნენ მკურნალობას (პაციენტთა პროცენტული წილი, რომლებმაც მიაღწიეს პარციალური გულყრების საშუალო სიხშირის შემცირებას დღეში ≥50%-ით საწყისი დონიდან), რომელიც შეფასდა ბრმა ცენტრალიზებული მონაცემების შეგროვების მეთოდით 48-საათიანი ვიდეო ეეგ–ის გამოყენებით. ეფექტურობის ანალიზი მოიცავდა 109 პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ 24 საათიანი ვიდეო ეეგ–ის ჩანაწერი თავდაპირველი და შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში. პაციენტთა 43,6%, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 19,6%, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიიჩნევა რომ პასუხობდნენ მკურნალობას. ეს შედეგები იყო თანმიმდევრული და ასაკობრივი ჯგუფების ფარგლებში. გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების 8.6%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 7.8%-ს არ ჰქონდა გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

მონოთერაპია პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ეპილფსიის პირველადი დიაგნოსტირებისას.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა, მონოთერაპიის სახით, გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პარალელურ ჯგუფში ჩატარებულ კვლევაში, რომლის თანახმად, არანაკლები ეფექტურობა დასტურდა კარბამაზეპინთან (კონტროლირებადი გამოთავისუფლებით, CR) შედარებით 16 წელზე უფროსი ასაკის 576 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ პირველად დიაგნოზირებული ან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსია. პაციენტებს უნდა ჰქონოდათ მხოლოდ არაპროვოცირებული პარციალური გულყრები ან გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. პაციენტები რანდომიზირდნენ კარბამაზეპინის CR 400-1200მგ დღეში ან ლევეტირაცეტამის 1000-3000მგ დღეში მიმღებ ჯგუფებად; მკურნალობის ხანგრძლოვობამ მიაღწია 121 კვირას, რეაქციიდან გამომდინარე.

ექვსი თვის განმავლობაში გულყრები არ გამოუვლინდა ლევეტირაცეტამის მიმღებ პაციენტთა 73,0%-ს და კარბამაზეპინ CR-ის მიმღებ პაციენტთა 72,8%-ს; შეფასებული აბსოლუტური სხვაობა პრეპარატებს შორის იყო 0,2% (95% CI: -7,8 8,2). კვლევაში მონაწილეთა ნახევარზე მეტს 12 თვის განმავლობაში არ აღენიშნებოდა გულყრები (კვლევაში მონაწილე პაციენტთა 56,6% და 58,5%, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს და კარბამაზეპინ CR–ს, შესაბამისად).

კლინიკური პრაქტიკის გამომხატველ კვლევაში, თანმხლები ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეწყვეტა შესაძლებელი იყო შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ ლევეტირაცეტამით დამატებით მკურნალობაზე (69 ზრდასრული პაციენტიდან 36).

დამატებითი თერაპია მიოკლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც გაგრძელდა 16 კვირის განმავლობაში, 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მონაწილეობით, რომელთაც აწუხებდათ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია სხვადასხვა სინდრომებით გამოხატული მიოკლონური გულყრებით. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნებოდა იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია.

ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა შეადგენდა 3000მგ-ს დღეში, გაყოფილი 2 მიღებად. პაციენტთა 58,3%-მა, რომლებიც იღებდა ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 23,3%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწიეს მიოკლონური გულყრების დღეების რაოდენობის შემცირებას მინიმუმ 50%-ით კვირის განმავლობაში. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობისას, პაციენტების 28,6%-ს არ ჰქონდა მიოკლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 21,0%-ს არ ჰქონდა მიოკლონური კრუნჩხვები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

დამატებითი თერაპია პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აწუხებთ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია.

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა გამოვლინდა ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, 24-კვირიანი ხანგრძლოვობით და მოზრდილების, მოზარდების და ბავშვების შეზღუდული რაოდენობის მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსია სხვადასხვა სინდრომებით გამოხატული (იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, იუვენილური აბსანს ეპილეფსია, საბავშვო აბსანს ეპილეფსია ან ეპილეფსია, გამოღვიძების დიდი ეპილეფსიური გულყრებით) პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრებით. ამ კვლევაში ლევეტირაცეტამის დოზა შეადგენდა 3000მგ-ს დღეში მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის, ან 60 მგ/კგ-ს დღეში ბავშვებისთვის, გაყოფილი 2 თანაბარ დოზად.

პაციენტთა 72,2%-მა, რომლებიც იღებდა ლევეტირაცეტამს და პაციენტთა 45,2%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მიაღწიეს პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების სიხშირის შემცირებას მინიმუმ 50%-ით კვირის განმავლობაში. უწყვეტი გრძელვადიანი მკურნალობისას, პაციენტების 47,4%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური გულყრები მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 31,5%-ს არ ჰქონდა ტონურ-კლონური გულყრები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

5.2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ლევეტირაცეტამი არის ნაერთი, რომელიც ხასიათდება კარგი ხსნადობით და შეღწევადობით. მისი ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხაზობრივია, დაბალი შიდა და ინტერსუბიექტური ცვალებადობით. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, კლირენსი არ იცვლება. არ არსებობს ცვლილების რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომელიც დამოკიდებულია სქესზე, რასაზე ან ცირკადულ რიტმებზე. ფარმაკოკინეტიკური პროფილი შედარებადია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

სრული და ხაზობრივი შეწოვის გამო, პრეპარატის პლაზმური დონის პროგნოზირება შესაძლებელია ლევეტირაცეტამის პერორალური დოზადან, რომელიც გამოხატული მგ/კგ-ით სხეულის წონაზე. ამიტომ, არ არის საჭირო პლაზმაში ლევეტირაცეტამის დონის კონტროლი.

გამოვლინდა მნიშვნელოვანი კორელაცია ნერწყვსა და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციას შორის მოზრდილებსა და ბავშვებში (კონცენტრაციის თანაფარდობა ნერწყვში/პლაზმაში იყო 1-დან 1,7-მდე ინტერვალში პერორალური ტაბლეტების წამლის ფორმისთვის, აგრეთვე პერორალური ხსნარის წამლის ფორმისთვის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).

მოზრდილები და მოზარდები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა ახლოსაა 100%-თან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 საათში. მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ, დღეში ორჯერ მიღების გრაფიკით.

მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) ჩვეულებრივ შეადგენს 31 და 43 მკგ/მლ-ს 1000მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და 1000მგ დოზის დღეში ორჯერ მრავალჯერადად მიღების შემდეგ, შესაბამისად.

შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას.

განაწილება

არ მოიპოვება მონაცემები ადამიანის ქსოვილებში განაწილების შესახებ.

არც ლევეტირაცეტამი და არც მისი პირველადი მეტაბოლიტი არსებითად არ უკავშირდებიან პლაზმურ ცილებს (<10%). ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა დაახლოებით არის 0,5-დან 0,7ლ/კგ-მდე - ეს არის სხეულში წყლის საერთო მოცულობასთან ახლოს მყოფი მნიშვნელობა.

ბიოგარდაქმნა

ლევეტირაცეტამი ადამიანიში არ მეტაბოლიზდება ინტენსიურად. მეტაბოლიზმის ძირითადი გზა (დოზის 24%) არის აცეტამიდის ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. პირველადი მეტაბოლიტის - ucb L057, წარმოებას არ უწყობს ხელს ღვიძლის ციტოქრომი P450-ის იზოფორმები. აცეტამიდის ჯგუფის ჰიდროლიზი გაზომილია მრავალ ქსოვილში, მათ შორის სისხლის უჯრედებში. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

ასევე, გამოვლინდა ორი მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტი. ერთი მიღებულია პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების გზით (დოზის 1,6%), ხოლო მეორე პიროლიდონის რგოლის განცალკევებით (დოზის 0,9%).

სხვა დაუდგენელი კომპონენტები შეადგენენ დოზის მხოლოდ დაახლოებით 0,6%-ს.

In vivo არ გამოვლინდა ენანტიომერული ურთიერთქმედება როგორც ლევეტირაცეტამის, ასევე მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის.

In vitro გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი და მისი პირველადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებენ ადამიანის ღვიძლის ძირითადი ციტოქრომის P450-ის იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილ-ტრანსფერაზას (UGT1A1 და UGT1A6) და ეპოქსიდ-ჰიდროქსილაზას აქტიურობას. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი არ ახდენდა in vitro გავლენას ვალპროის მჟავას გლუკურონიდაციაზე.

ადამიანის ჰეპატოციტების კულტურაში ლევეტირაცეტამს არ ჰქონდა ან ჰქონდა უმნიშვნელო ზეგავლენა CYP1A2-ზე, SULT1E1-ზე ან UGT1A1–ზე. ლევეტირაცეტამი იწვევდა CYP2B6-ის და CYP3A4-ის სუსტ ინდუქციას. In vitro და in vivo მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებთან, დიგოქსინთან და ვარფარინთან ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ არსებითი ფერმენტული ინდუქცია არ არის მოსალოდნელი in vivo. ამიტომ ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

გამოყოფა

მოზრდილებში სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 7±1 საათს და არ იცვლებოდა დოზის, მიღების წესის ან მრავალჯერადი გამოყენების შესაბამისად. სხეულიდან საშუალო საერთო კლირენსი უდრის 0,96მლ/წთ/კგ-ს.

გამოყოფის ძირითადი გზაა შარდთან ერთად გამოყოფა, რაც შეესაბამება დოზის საშუალოდ 95%-ს (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 0,3%-ს.

ლევეტირაცეტამისა და მისი პირველადი მეტაბოლიტის საერთო გამოყოფამ შარდთან ერთად შეადგინა დოზის 66% და 24%, შესაბამისად, პირველი 48 საათის განმავლობაში.

ლევეტირაცეტამისა და ucb L057–ის თირკმლისმიერი კლირენსი შესაბამისად უდრის 0,6-ს და 4,2მლ/წთ/კგ-ს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლევეტირაცეტამი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაცის გზით, რასაც მოჰყვება მილაკოვანი რეაბსორბცია და პირველადი მეტაბოლიტი, ასევე, გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციით გორგლოვან ფილტრაცისთან დამატებით.

ლევეტირაცეტამის გამოყოფა კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 40%-ით (10-დან 11 საათამდე). ეს დაკავშრებულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ამ ჯგუფის პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

ბავშვები (4-დან 12 წლამდე)

ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ (20 მგ/კგ) ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდმა შეადგინა 6,0 საათი. სხეულის წონაზე მორგებული აშკარა კლირენსი დაახლოებით 30%-ით მეტი იყო, ვიდრე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

პერორალური დოზების მრავალჯერადად მიღების შემდეგ (20-დან 60 მგ/კგ-მდე დღეში) ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დაფიქსირდა მიღებიდან 0,5-1,0 საათში. აღინიშნა დოზის ხაზობრივი და პროპორციული ზრდა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის პირობებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 5 საათს. აშკარა კლირენსი იყო 1,1 მლ/წთ/კგ.

ჩვილები და ბავშვები (1 თვიდან 4 წლამდე)

პერორალური დოზის ერთჯერადად მიღების შემდეგ (20მგ/კგ), პერორალური ხსნარის სახით 100 მგ/მლ, ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (1 თვიდან 4 წლამდე) ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვებოდა და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღინიშნებოდა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო უფრო ხანმოკლე (5,3 სთ), ვიდრე მოზრდილებში (7,2 სთ), ხოლო აშკარა კლირენსი იყო უფრო სწრაფი (1,5მლ/წთ/კგ), ვიდრე მოზრდილებში (0,96მლ/წთ/კგ).

ფარმაკოკინეტიკის პოპულაციურ ანალიზში, რომელიც გაკეთდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, სხეულის წონა მნიშვნელოვნად კორელირდებოდა აშკარა კლირენსთან (კლირენსი იზრდებოდა სხეულის წონის მატებასთან ერთად) და განაწილების აშკარა მოცულობასთან. ასაკი, ასევე, ახდენდა ზეგავლენას ორივე პარამეტრზე. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატული იყო ჩვილებში, სუსტდებოდა ასაკის მატებასთან ერთად და დაახლოებით 4 წლის ასაკში ხდებოდა უმნიშვნელო.

ფარმაკოკინეტიკის ორივე პოპულაციურ ანალიზში ლევეტირაცეტამის აშკარა კლირენსის ზრდა დაფიქსირდა დაახლოებით 20%-ით, როდესაც იგი გამოიყენებოდა ფერმენტ-მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.

თირკმლის უკმარისობა

ლევეტირაცეტამისა და მისი პირველადი მეტაბოლიტისთვის სხეულიდან აშკარა კლირენსი კორელირდებოდა კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ, ლევეტირაცეტამის ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის კორექტირება რეკომენდებულია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების საფუძველზე, თირკმელების საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის და ანურიის მქონე მოზრდილ სუბიექტებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 25 და 3,1 საათი დიალიზის სესიებს შორის და დიალიზის დროს, შესაბამისად.

ლევეტირაცეტამის გამოყოფის წილი შეადგენდა 51%-ს სტანდარტული 4-საათიანი დიალიზის დროს.

ღვიძლის უკამრისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებში, არ შეინიშნებოდა ლევეტირაცეტამის კლირენსის შესაბამისი ცვლილება. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტთა უმრავლესობაში ლევეტირაცეტამის კლირენსი 50%-ზე მეტად შემცირდა თირკმლის თანმხლები უკმარისობის გამო (იხ. პარაგრაფი 4.2).

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევის მონაცემები

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული რისკი ადამიანისთვის უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენობის სტანდარტული ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ აღინიშნა ვირთაგვებში და უფრო ნაკლებად, თაგვებში, იმ დოზებით ზემოქმედებისას, რომელიც უდრის ადამიანზე ზემოქმედებას და რომელსაც შესაძლოა ქონდეს კავშირი კლინიკურ გამოყენებასთან, წარმადგენდა ცვლილებას ღვიძლში, რაც მიუთითებდა ადაპტაციური რეაქციაზე, როგორიცაა: სხეულის წონის მომატება და ღვიძლის ცენტრალური წილის ჰიპერტროფია, ცხიმოვანი ინფილტრაცია და ღვიძლის პლაზმაში ფერმენტების შემცველობის მომატება.

ჩატარდა საშვილოსნოსშიდა განვითარების (embryo-fetal development, EFD) ორი კვლევა ვირთხებზე 400, 1200 და 3600მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებით. 3600მგ/კგ/დღეში დოზის გამოყენებისას, EFD–ის 2 კვლევიდან მხოლოდ ერთში აღნიშნა ნაყოფის წონის მცირედი შემცირება, რასაც თან ახლდა ჩონჩხის ცვლილებების ზღვრული ზრდა/ მცირე ანომალიები. არ აღინიშნებოდა გავლენა ემბრიონის სიკვდილიანობასა ან მალფორმაციის სიხშირის გაზრდაზე. NOAEL-ის ((No Observed Adverse Effect Level - დოზა, რომელიც არ იწვევს გამოვლენილ გვერდით მოვლენებს) დონემ შეადგინა 3600მგ/კგ/დღეში მდედრი ორსული ვირთაგვებისთვის (x 12 MRHD / მაქსიმალური რეკომენდებული დოზა ადამიანისთვის/ მგ/მ2-ის საფუძველზე) და 1200 მგ/კგ/დღეში - ნაყოფისთვის.

საშვილოსნოსშიდა განვითარების ოთხი კვლევა ჩატარდა ბოცვრებზე 200, 600, 800, 1200 და 1800მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებით. 1800მგ/კგ/დღეში ზღვრულ დოზას ჰქონდა გამოხატული ტოქსიკურობა დედისთვის და გამოიწვია ნაყოფის წონის შემცირება, რასაც თან ახლდა ნაყოფში ანომალიების სიხშირის გაზრდა გულსისხლძარღვთა/ჩონჩხის მხრივ. NOAEL იყო <200მგ/კგ/დღეში მდედრებისთვის და 200მგ/კგ/დღეში ნაყოფისთვის (უდრის MRHD-ს, მგ/მ2-ის საფუძველზე).

ვირთაგვებში პერინატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევა ჩატარდა ლევეტირაცეტამის დოზებით 70, 350 და 1800მგ/კგ/დღეში. NOAEL შეადგენდა ≥1800მგ/კგ /დღეში F0 შთამომავლობის მდედრებისთვის და F1 შთამომავლობის გადარჩენისთვის, ზრდისა და განვითარებისთვის დედისგან მოშორებამდე (x 6 MRHD მგ/მ2-ზე დაყრდნობით).

ახალშობილთა და არასრულწლოვანთა (მოუმწიფებელთა) კვლევებმა ვირთაგვებსა და ძაღლებში არ გამოავლინა არანაირი უარყოფითი ზეგავლენა განვითარების ან მომწიფების რომელიმე სტანდარტული კრიტერიუმის მიხედვით ან მომწიფების კრიტერიუმებზე 1800-მდე მგ/კგ/დღეში დოზირებისას (x 6-17 MRHD მგ/მ2-ზე დაყრდნობით).

6. ფარმაცევტული მახასიათებლები.

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბირთვი:

კროსპოვიდონი (ტიპი ბ), პოვიდონი K30, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი, 250მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი (E132).

გარსი, 500მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

გარსი, 750მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი, საღებავი სანსეტი ყვითელი (E110), რკინის ოქსიდი წითელი (E172).

გარსი, 1000მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი/PEG 400, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული ტალკი.

6.2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

6.3. ვარგისობის ვადა

3 წელი.

6.4. შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

6.5 შეფუთვა და გამოშვების ფორმა

შეფუთვა:

10 გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტეტში, რომელიც დამზადებულია კომბინირებული ფირით პვქ/პე/პვდქ/ალუმინი. 3 ან 6 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ყველა ჩამოთვლილი შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

6.6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და გამოყენების დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

6.7 გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

7. მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38, უნგრეთი

მწარმოებელი:

რონტის ჰელას ს.ა. (Rontis Hellas S.A.)

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 30.04.2026

ანალოგები · Levetiracetam 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ეპიქსი XR იაფი Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №50 39.00 ₾
ეპიქსი XR — №50 39.00 ₾
ეპიქსი XR Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №50 39.00 ₾
ეპიქსი XR Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №50 39.00 ₾
ლევამბელი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №50 41.28 ₾
ევალეპი Ali Raif Ilac Sanayi A.S., თურქეთი №50 43.97 ₾
ლევეტირაცეტამი Bristol Laboratories Limited, დიდი ბრიტანეთი №60 51.37 ₾
ლევეტირაცეტამი აკორდი Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი №60 51.37 ₾
ლევეტირაცეტამი აკორდი Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი №60 51.37 ₾
ლევეტირაცეტამი ნორმონი LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი №60 51.37 ₾
ლეტირამი Rontis Hellas Medical And Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი №60 54.36 ₾
კეპპრა — №50 —
ლევებონი G.L. Pharma GmbH, ავსტრია №30 —
ლევიციტამი LLC „Pharma Start“, უკრაინა №60 —
ნორმეგი Zentiva, k. s.,, ჩეხეთი №50 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045330
მოქმედების ვადა30.04.2031
რეგისტრაციის მფლობელიEGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
მწარმოებელიRontis Hellas Medical And Pharmaceutical Products S.A., საბერძნეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 01.11.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.