ლომექსინი 600 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ლომექსინი 600 მგ

კაფსულა, №2 · მოქმედი ნივთიერება: Fenticonazole

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 23.32 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ ან 600 მგ ფენტიკონაზოლის ნიტრატს;

დამხმარე ნივთიერებები (200 მგ კაფსულები): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი;

დამხმარე ნივთიერებები (600 მგ-იანი კაფსულები): თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების, კანდიდას გვარის, საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზების მიმართ.

ჩვენებები

ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების კანდიდოზი (ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, თეთრდაშლა).

მიღების წესები და დოზები

კაფსულა თავსდება საშოში ღრმად წოლით მდგომარეობაში, ძილის წინ, ერთჯერადად. მკურნალობის კურსი - 3 დღე, თუ სიმპტომები კვლავ რჩება, 3 დღე-ღამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის გამოყენება. განმეორებითი ინფეცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა წაისვას ლომექსინის კრემი სასქეზო ორგანოზე და მის ირგვლივ.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.

შენახვის ვადა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 13.06.2024

ანალოგები · Fenticonazole 600 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ლომექსინი Catalent Italy S.p.A., იტალია №2 23.32 ₾
ლომექსინი Catalent Italy S.p.A., იტალია №1 24.02 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-041275
მოქმედების ვადა13.06.2029
რეგისტრაციის მფლობელიRecordati Ireland Ltd (ირლანდია)
მწარმოებელიCatalent Italy S.p.A., იტალია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა600მგ ვაგინალური რბილი კაფსულა №2 (1X2)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 23.03.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.