მაქსიბიოტიკი (5 მგ + 5000 სე + 400 სე)
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

მაქსიბიოტიკი (5 მგ + 5000 სე + 400 სე)

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Bacitracin zinc + Neomycine sulphate + Polymyxin b sulphate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 25.47 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

5გ ტუბი

შემადგენლობა:

ნეომიცინის სულფატი . . . . . . . . . . .5 გ

პოლიმიქსინ B . . . . . . . . . . . . . . 5000 სე

თუთიის ბაციტრაცინი . . . . . . . . 400 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაქსიბიოტიკი 3 პოლიპეპტიდური და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კომბინაციაა.

მაქსიბიოტიკი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია უმეტესობა გრამ + და გრამ - მიკრო-ორგანიზმების მიმართ staphylococcus spp, streptococcus pneumonia, escherichia coli, salmonella spp, shigella spp, corynobacterium diphtheria, bacillus anthracis, proteus spp, treponema pallidum, haemophilus influenza, neisseria, enterococcus faecalis, enterobacter aerogenes, klebsiella pneumonia, yersinia multocida, borella spp, peltospira interrogans, fusobacterium spp და ა.შ.

მაქსიბიოტიკის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხორციელდება ბაქტერიების უჯრედული მემბრანის მოლეკულების დეფოსფორილირებით და ფოსფოლიპიდური რეცეპტორების რეგენერაციის დათრგუნვით.მაქსიბიოტიკი ბაქტერიის სპეციფიურ ცილა-რეცეპტორთან დაკავშრების შემდეგ არღვევს ბაქტერიის რიბონუკლეინის მჟავის სატრანსპორტო და მატრიცული კომპლექსის წარმოქმნის პროცესს, ასევე ბაქტერიებში ბლოკავს ცილების სინთეზს, აზიანებს მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანას, (მემბრანა ხდება წყალგამტარი) რასაც თან სდევს ბაქტერიული უჯრედის სიკვდილი.

მაქსიბიოტიკი მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ მოქმედებას ინარჩუნებს ნეკროზული ქსოვილების, სისხლის და დიდი ბაქტერიული ინოკულატის (ჩირქოვანი პროცესების) არსებობის დროსაც. მაქსიბიოტიკის აქტიური კომპონენტების მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალზედ იშვიათად!

მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

ჩვენება:

- მცირე ზომის ჭრილობები (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი)

- პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის ჭრილობები

- პირველი ხარისხის დამწვრობა

- კანის ჩირქოვანი დაავადებები (ფურუნკული, კარბუნკული, პიოდერმია,ინფიცირებული ეგზემა,პანარიციუმი,პანდაქტილიტი, აბსცესი, ფლეგმონა,ჰიდრადენიტი, ფოლიკულიტი, იმპეტიგო და ა.შ.)

- მეორადი ინფექციებით გართულებული რინიტი და გარეგანი ოტიტი

გამოყენების წესი და დოზირება:

გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად კანზე წასასწმელად.

მაქსიბიოტიკის წასმამდე უნდა მოხდეს კანის ზედაპირის გასუფთავება. მალამო კანზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. მალამოს წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.

გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 7 დღე.

უკუჩვენება:

- ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ

- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე

- კანის ფართო უბნის დაზიანება, ღრმა და სველი ჭრილობა

- სმენის ნერვის დაზიანება და თირკმლის დაავადებები

- მიასთენია

- არ გამოიყენება თვალზე წასასმელად

გვერდითი ეფექტები:

მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაქსიბიოტიკის გამოყენება არ არის შესწავლილი.

შენახვის წესი:

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი

გამოშვების ფორმა:

მალამო 5 გ, ალუმინის ტუბი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 21.03.2025

ანალოგები · Bacitracin zinc + Neomycine sulphate + Polymyxin b sulphate (5 მგ + 5000 სე + 400 სე)

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
მაქსიბიოტიკი EMO-FARM Sp. z o.o., პოლონეთი №1 25.47 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-043003
მოქმედების ვადა04.07.2029
რეგისტრაციის მფლობელიBAUSCH HEALTH IRELAND LIMITED (ირლანდია)
მწარმოებელიEMO-FARM Sp. z o.o., პოლონეთი
იმპორტიორი შპს „გეა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა(5მგ + 5000სე + 400სე)/გ 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 21.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.