მედოტილინი 1000 მგ/4 მლ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

მედოტილინი 1000 მგ/4 მლ

საინექციო, №3 · მოქმედი ნივთიერება: Choline alfoscerate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 46.19 ₾ 2 აფთიაქში

ინსტრუქცია

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მქრქალი ყვითელი ფერის ხსნარი.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (ჰიდრატის ფორმით) 1000 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: N07AX02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნოოტროპული პრეპარატი. ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი უპირატესი მოქმედებით ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი თავის ტვინის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება ქოლინად და ალფოსცერატად, რომელიც გლიცეროფოსფატად ტრანსფორმირდება. ქოლინი აცეტილქოლინის სინთეზში მონაწილეობს, რითაც ნერვული იმპულსების გადაცემას აუმჯობესებს, ხოლო გლიცეროფოსფატი ნეირონული მემბრანების ფოსფატიდილქოლინის წინამორბედია, რის შედეგადაც უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
მედოტილინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს. გააჩნია საპროფილაქტიკო და მაკორეგირებელი მოქმედება ფსიქოორგანული სინდრომის ინვოლუციურ პროცესებზე, როგორიცაა ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის დაქვეითება.

იხილეთ ბლოგი: მედოტილინი — პრეპარატი რომელიც ტვინის ჯანმრთელობის აღდგენაში დაგეხმარებათ

ფარმაკოკინეტიკა
მედოტილინი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე, ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები
_ ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი უპირატესად ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);
_ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;
_ დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგად განვითარებული მნესტიური ფუნქციების დარღვევები, როგორც პირველადი, ასევე მეორადი, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის, აგრეთვე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
_ ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;
_ მულტიინფარქტული დემენცია.

გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
მწვავე შემთხვევებში ი/მ გამოიყენება 1 გ (1 ამპულა) დღე-ღამეში ან ი/ვ _ 1-დან 3 გრამამდე დღე-ღამეში.
ი/ვ შეყვანისას 1 ამპულის (4 მლ) შიგთავსი უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიური ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე _ 60-80 წვეთი/წთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 10 დღეს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის დაწყებამდე.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება
გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად), ალერგიული რეაქციები.
როგორც წესი, პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრაპარატის მიღების განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში მედოტილინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედოტილინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მედოტილინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 4 მლ უფერო მინის ამპულებში.
3 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ტენისა და შუქისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 05.05.2023

ანალოგები · Choline alfoscerate 1000 მგ/4 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ალპოსცერი Myungmoon Pharm. Co., Ltd, კორეა №10 —
ალპოსცერი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Private Joint Stock Company (PrJSC) “Pharmaceutical Firm “Darnytsia”(უკრაინა)), საქართველო №5 —
გლიატილინი Italfarmaco S.p.A., იტალია №3 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-038012
მოქმედების ვადა05.05.2028
რეგისტრაციის მფლობელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
მწარმოებელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფინერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 31.10.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.