მელოქსიკამი 15 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

მელოქსიკამი 15 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Meloxicam

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 13.60 ₾ 2 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - meloxicam

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ მელოქსიკამს

1 ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს

ჩვენებები

რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის მკურნალობის მიზნით.

მიღების წესები და დოზები

რევმატოიდული ართრიტი: ენიშნებათ 15 მგ დღეში. მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე დღეში. ოსტეოართროზი – 7.5 მგ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაანკილიზირებელი სპონდილიტი - 15 მგ დღეში. თირკმელების მძიმე უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს7.5 მგ-ს. მისი მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს. ვინაიდან ბავშვებში პრეპარატის დოზა დადგენილი არ არის, იგი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს. აბებს იღებენ ჭამის დროს წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. პრეპარატის სადღეღამისო დოზა, არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნება: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; პაციენტების 0.1-1%-ს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავლი ცვლილებები (მაგ. ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - კუჭის წყლულის და ნაწლავის პერფორაცია, კოლიტი; სისხლის სურათის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს - ანემია; პაციენტების 0.1-1%-ს პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს - შეშუპება. პაციენტების 0.1-1% - არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ალები. ცნს-ს მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს- თავის ტკივილი. პაციენტების 0.1-1% - თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პაციენტების 0.1-1% - თირკმელების მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან სისხლის შარდოვანას მაჩვენებლების მომატება). პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - თირკმელების მწვავე უკმარისობა. ალერგიული რეაქციები: 1%-ზე ნაკლებსანგიონევროზული შეშუპება, დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით. მხედველობის რეაქციების მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 20.11.2024

ანალოგები · Meloxicam 15 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ლოქსიდოლი იაფი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №10 4.15 ₾
ლოქსიდოლი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №10 4.15 ₾
მელოქსი Medochemie Ltd., კვიპროსი №10 4.16 ₾
მელსიკამი ფორტი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №10 4.16 ₾
მოვალისი Boehringer Ingelheim Hellas Single Member S.A., საბერძნეთი №20 13.10 ₾
კამელოტი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №20 15.80 ₾
მობიკამი „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -REPLEK FARM Ltd Skopje(მაკედონია)), საქართველო №20 15.80 ₾
დენკაპი Deva Holding A.S., თურქეთი №10 —
ექსისტენი-სანოველი ფორტე Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S, თურქეთი №30 —
ექსისტენი-სანოველი ფორტე Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S, თურქეთი №10 —
მელორემი Remedica Ltd, კვიპროსი №30 —
მელოქსევინი Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი №10 —
მელოქსიკამი ნეო GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი №100 —
მელოქსიკამი ნეო GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი №100 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-042417
მოქმედების ვადა20.11.2029
რეგისტრაციის მფლობელიStrandhaven Ltd T/A Somex Pharma (დიდი ბრიტანეთი)
მწარმოებელიCADILA PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა15მგ ტაბლეტი №30
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.