მიოდოლი 800
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

მიოდოლი 800

საინექციო, №3 · მოქმედი ნივთიერება: Fenyramidol

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 22.75 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - phenyramidol HCL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → მიორელაქსანტები → ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

ჩვენებები

ტკივილი ზურგში, ლუმბაგო, იშიაზი, მალთაშუა დისკის დაზიანება, სამედიცინო-მექანიკური დაზიანება, ასევე დამხმარე თერაპიისათვის წყალქვეშა მასაჟების დროს.

მიღების წესები და დოზები

ყოველდღიურად 1 ამპულა ღრმად კუნთებში.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას

უკუჩვენება

სიფრთხილის ზომები:

ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათ შემთხვევებში, ინექციის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავბრუსხვევას. ასეთ დროს საინექციო მანიპულაციების შემდეგ რეკომენდებულია დასვენება 1 საათის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიოდოლი იწვევს ანტიკოაგულაციური საშუალებების, ტოლბუტამიდის და დიფენილჰიდანტოინის თერაპიული ეფექტურობის ზრდას.

შენახვის პირობები და ვადები

შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება 25ძC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ამპულის დიდხანს სიცივეში გაჩერების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი შემადგენლობის კრისტალიზაციის პროცესს, ეს არ წარმოადგენს მისი გამოყენების უკუჩვენებას, ვინაიდან ამპულის გათბობის შემდეგ მისი შემადგენლობა კვლავ აღდგება.

შენახვის ვადა: 3 წელი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 08.04.2022

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-034922
მოქმედების ვადა08.04.2027
რეგისტრაციის მფლობელიRecordati Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
მწარმოებელიMefar Ilac San. A.S., თურქეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა800 მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №3
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიმიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 13.12.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.