ნელადექსი (1.0 მგ + 3.5 მგ + 6000 სე)
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ნელადექსი (1.0 მგ + 3.5 მგ + 6000 სე)

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Dexamethasone + Neomycin sulfate + Polymyxin b sulfate

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 22.66 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

ნელადექსი

თვალის მალამო

(Neladex eye ointment)

შემცველობა:

მალამოს 1 გრამი შეიცავს: დექსამეტაზონი 1 მგ, ნეომიცინი სულფატის სახით 3.5 მგ ნეომიცინის ექვივალენტი, პოლიმიქსინი B- სულფატი – 6000 სე.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი და რბილი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნელადექსი თვალის მალამოს გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:

ნელადექსი თვალის მალამო გამოიყენება თვალების ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ნელადექსი თვალის მალამო უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

გვერდითი მოქმედება:

ნელადექსი თვალის მალამოს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზები:

ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან იწვეთებენ ნელადექსის თვალის წვეთებს მალამოს გამოყენებით მხოლოდ ძილის წინ.

სიფრთხილის ზომები:

ფრთხილად გამოიყენება გლაუკომით და კატარაქტით დაავადებულ პაციენტებში.

შენახვის პირობები:

ინახება ტემპერატურაზე 15º-30ºC, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

მალამო 5 გ ტუბებში

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 07.10.2025

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044094
მოქმედების ვადა07.10.2030
რეგისტრაციის მფლობელიWorld Medicine Ophthalmics (დიდი ბრიტანეთი)
მწარმოებელიE.I.P.I.Co., ეგვიპტე
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა(1.0მგ + 3.5მგ + 6000სე)/გ 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 30.09.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.