ნო-სპაზმა 20 მგ + 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ნო-სპაზმა 20 მგ + 500 მგ

ტაბლეტი, №20 · მოქმედი ნივთიერება: Dicyclomine hydrochloride + Paracetamol · ATC N02BE51

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 4.41 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

NO-SPASMA⃰

ნო- სპაზმა

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნო-სპაზმა (NO-SPASMA⃰)

კომბინირებული პრეპარატი

წამლის ფორმა: პერორალური გზით მისაღები ტაბლეტი

აღწერა: თეთრი მრგვალი ტაბლეტი ერთ მხარეს ნაპრალით.

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი 20 მგ

პარაცეტამოლი 500 მგ

შემავსებელი: საჭირო რაოდენობით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები, ანილიდები

ათქ კოდი: N02BE51

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

პარაცეტამოლს ახსიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი ხასიათდება მიოტროპული, სპაზმოლიზური მოქმედებით შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე და იწვევს მათ მოდუნებას. პრეპარატში შემავალი ამ ორი კომპონენტის კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მოდუნებას და ტკივილის კუპირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენება:

შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ღვიძლის და თირკმლების ჭვალი, ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, დისმენორეა.

უკუჩვენება:

ნაწლავების ანთება, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ღვიძლის და თირკმლების დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ (ან ექიმის რეკომენდაციით).

დისმენორეის დროს ნო-სპაზმას ტაბლეტების მიღება ხდება ტკივილის დაწყებისას. ექიმის რეკომენდაციით მიღება გრძელდება სიმპტომების სრულ მოხსნამდე.

გვერდითი მოვლენები:

გულის რევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, იშვიათად ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული, აგრეთვე არ შეიძლება მიღება დეჰიდრატაციის შემთხვევაში, თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ავადმყოფებში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა

№10 შემოუგარსავი ტაბლეტი განთავსებული ალუმინის ბლისტერზე. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 29.03.2024

ანალოგები · Dicyclomine hydrochloride + Paracetamol 20 მგ + 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ნო-სპაზმა Nabros Pharma Pvt. Ltd, ინდოეთი №20 4.41 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-040620
მოქმედების ვადა29.03.2029
რეგისტრაციის მფლობელიNABROS PHARMA PVT. LTD. (ინდოეთი)
მწარმოებელიNabros Pharma Pvt. Ltd, ინდოეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა20მგ + 500მგ ტაბლეტი №20 (2X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანალგეზური საშუალებები, ანილიდები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 18.05.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.