ორლიპი 120 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ორლიპი 120 მგ

კაფსულა, №30 · მოქმედი ნივთიერება: Orlistat

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 80.95 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორლისტატის 120 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება – გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია. პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.
მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% - შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.

იხილეთ ბლოგი: ორლიპი — ჭარბი წონის საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება
სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).
უკუჩვენება
- ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
- ქოლესტაზი;
- ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.
პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.
ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა.
ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.
ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).
ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე. პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.
პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-200C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 120 მგ, შეფუთვაში 30 კაფსულა.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 03.06.2025

ანალოგები · Orlistat 120 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ქსენიკალი CHEPLAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია №84 231.51 ₾
ქსენიკალი — №42 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-043355
მოქმედების ვადა03.06.2030
რეგისტრაციის მფლობელიGM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
მწარმოებელიGM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა120მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფისიმსუქნის სამკუნალო პრეპარატები, გარდა დიეტური პროდუქტებისა, სიმსუქნის საწინააღმდეგო პერიფერიული მოქმედების პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 27.12.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.