ორნიდი 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ორნიდი 500 მგ

ტაბლეტი, №10 · მოქმედი ნივთიერება: Ornidazole

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 9.74 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ორნიდაზოლი INN 500 მგ.

აღწერა: ორნიდაზოლი წარმოადგენს 5 ნიტრომიდაზოლის წარმოებულს. იგი მოქმედებს მეტრონიდაზოლის მსგავსად და ანალოგიურად გამოიყენება მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგია: ორნიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დაახლოებით 30 მიკრო/გ/მლ-ს კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 1.5 გ ერთჯერადი დოზის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში. ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 12-14 საათს. 15%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი ფართოდ ნაწილდება სხეულის ქსოვილებში და სითხეებში, მათ შორის თავ-ზურგტვინის სითხეში. ორნიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდში ძირითადად კონიუგატების სახით და ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა განავალში. აღინიშნა რომ ერთჯერადი პერორალური დოზის 85% გამოიყოფოდა 5 დღის განმავლობაში.

ჩვენებები: ორნიდი ნაჩვენებია მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

დოზა და მიღბის წესი:

მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა

დაავადებები დოზა მკურნალობის ხანგრძლივობა ამებიაზი
ორდინაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე
ამებური დიზენტერია 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით 3 დღე
ლამბლიოზი 3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით 1-2 დღე ტრიქომონიაზი
3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით 5 დღე


* ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - ორნიდაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე.

ბავშვების დოზა

დაავადება მგ/კგ/სხეული/წონა დოზა მკურნალობის ხანგრძლივობა ამებიაზი 25 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე ერთჯერადი დოზა 5-10 დღე ამებური დიზენტერია 40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე ერთჯერადი დოზა 3 დღე ლამბლიოზი 40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე ერთჯერადი დოზა 2 დღე


** ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - 10მგ/კგ ორჯერ დღეში 5-10 დღე. ან ლიცენზირებული ექიმის მითითების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები, განსაკუთრებით გულისრევა და ლითონის არასასიამოვნო გემო; გულისრევას ხანდახან თან ერთვის თავის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, დიარეა, სისუსტე, თავბრუსხვევა, უძილობა.

უკუჩვენებები: ორნიდი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

წამალთშორისი ურთიერთქმედება: ორნიდი შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგ პრეპარატებთან: ვეკურონიუმის ბრომიდი ან სხვა მიორელაქსანტები და ვარფარინი.

სიფრთხილის ზომები: ორნიდი დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დისკრაზია ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადება. დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობა კატეგორია C. ორნიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებას. ქალბატონებმა ამ პრეპარატს გამოყენების დროს არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.

ჭარბი დოზა:
ზედმეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორნიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება. როგორც ასეთი, უმჯობესია, თავიდან აიცილოთ ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღება ან იმაზე მეტ ხანს ვიდრე დანიშნული გაქვთ.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ყოველ კოლოფში არის 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.07.2026

ანალოგები · Ornidazole 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
გერალი იაფი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №10 9.10 ₾
სინერალი Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S., თურქეთი №10 9.71 ₾
ტიბერალი Deva Holding A.S., თურქეთი №10 9.74 ₾
ენფექსოლი — №10 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045938
მოქმედების ვადა16.07.2031
რეგისტრაციის მფლობელიDRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
მწარმოებელიDRUG INTERNATIONAL LIMITED (Unit 3), ბანგლადეში
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 12.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.