ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

პანანგინი 158 მგ + 140 მგ

ტაბლეტი, №100 · მოქმედი ნივთიერება: Magnesium aspartate + Potassium aspartate

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

პანანგინი

PANANGIN

შემოგარსული ტაბლეტები

გენერიული დასახელება:

potassium-magnesium aspartate

შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

მაგნიუმის ასპარაგინატი (Mg++=11,8მგ) 140მგ;

კალიუმის ასპარაგინატი (K+ =36,2მგ) 158მგ;

1 ამპულა (10მლ) შეიცავს:

მაგნიუმის ასპარაგინატი (Mg++=33,7მგ) 400მგ;

კალიუმის ასპარაგინატი (K+ =103,3მგ) 452მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰიპოკალიემიის საკორექციო საშუალება

ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები;

საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ნივთიერებათა ცვლას. იგი ზრდის სათითურას პრეპარატების ამტანიანობას და გააჩნია ანტიარითმული ეფექტი.

ჩვენება:

სტენოკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი გადატანის შემდგომი მდგომარეობა, არითმია, გამოწვეული სათითურას პრეპარატების აუტანლობით, დიგიტალისური ინტოქსიკაცია. გულის რითმის დარღვევა: ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.

წინააღმდეგჩვენება:

თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.

დოზირება და მიღების წესი:

გულის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ყოველდღიურად 2-2ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ან 1-2 ამპულა 1-2 ჯერ დღეში, განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100მლ-ში, ნელა, ინტრავენურად ან წვეთოვანის სახით.

პროფილაქტიკის მიზნით და შემანარჩუნებელი დოზის სახით _ 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს 2 ამპულა დღეში (ერთი დილით, ერთი საღამოს) განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100მლ-ში.

დასაშვებია პანანგინის კომბინირება სტროფანტინთან ან სათითურას პრეპარატებთან.

შენახვის ვადა

ტაბლეტები: 5 წელი

საინექციო ხსნარი: 3 წელი

შენახვის პირობები:

ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:

50 ცალი ტაბლეტი;

10მლ 5 ამპულა

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი

ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 01.12.2023

ანალოგები · Magnesium aspartate + Potassium aspartate 158 მგ + 140 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პანანგინი იაფი «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი №60 16.71 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039650
მოქმედების ვადა01.12.2028
რეგისტრაციის მფლობელი«Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
მწარმოებელი«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა158მგ+140მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (5X20)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიმინერალური დანამატები, მინერალური სხვა პროდუქტები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 14.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.