პანცეფი 400 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

პანცეფი 400 მგ

ტაბლეტი, №10 · მოქმედი ნივთიერება: Cefixime

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - Cefiximum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: III გენერაციის ცეფალოსპორინები

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ანტიმიკრობული (ქიმიოთერაპიული) საშუალება, ფართო და საშუალო სპექტრის ანტიბიოტიკი, მესამე თაობის ცეფალოსპორინები

ცეფიქსიმი, ანტიბიოტიკი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინს, მსგავსად ცეფტრიაქსონისა და ცეფოტაქსიმისა. ცეფიქსიმი მეტად მდრგარია ბეტა-ლაქტამაზა ფერმენტების არსებობისას. შედეგად, მრავალი ორგანიზმი მდგრადია პენიცილინების და ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ ბეტა-ლაქტამაზების არსებობის გამო, შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ. ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედება გამომდინარეობს ბაქტერიული უჯრედის კედელში მუკოპეპტიდური სინთეზის ინჰიბირებიდან.

სამკურნალო ჩვენებები:

ცეფიქსიმი 400 ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ოტიტი.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; მაგ: ბრონქიტი.

საშარდე გზების ინფექციები; მაგ: მწვავე ცისტიტი

დოზა და მიღების წესი

ცეფიქსიმი 400-ს აბსორბციას მნიშვნელოვნად არ ცვლის საკვების მიღება.

მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არის 5-14 დღე.

12 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები და ბავშვები: მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200-400 მგ დღე-ღამეში, მიიღება როგორც ეთჯერ, ასევე ორი გაყოფილი დოზით. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში რეკომენდებულია 400 მგ დღე-ღამეში. ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.

ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება მოზრდილებისთვის რეკომენდებული იგივე დოზის დანიშვნა. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასება და დოზის შეცვლა.

ბავშვები: ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ დღეში რომელიც მიიღება ერთხელ ან ორი გაყოფილი დოზით. ასე უნდა მოხდეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზოგადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია საბავშვო პერორარული სუსპენზიის დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები

ცეფიქსიმი ზოგადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესი ნაწილი მსუბუქი და თვითშეზღუდული ხასიათის იყო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:

ცეფიქსიმთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია დიარეა და განავლის ცვლილებები; დიარეა უფრო ხშირად ასოცირდებოდა უფრო დიდი დოზების მიღებასთან. აღინიშნა ზომიერიდან მძიმე დიარეის ზოგიერთი შემთხვევა რა დროსაც საჭირო გახდა მკურნალობის შეწყვეტა. ცეფიქსიმი უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნება დიარეა. კუჭ-ნაწლავის სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ნაკლებად აღინიშნა არის, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება და მეტეორიზმი. აღინიშნა ფსევდომემბრანული კოლიტი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 28.09.2023

ანალოგები · Cefixime 400 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პანცეფი იაფი ALKALOID AD Skopje, მაკედონია №5 18.60 ₾
ერიქსიმი ACS Dobfar S.p.A, იტალია №5 18.61 ₾
ბიმაქსი Pharmavision San. ve Tic. A.S., თურქეთი №5 18.62 ₾
ბიმაქსი Pharmavision San. ve Tic. A.S., თურქეთი №5 18.62 ₾
ცეფიქსი S Innova Captab Limited, ინდოეთი №5 18.63 ₾
ნეოცეფი Laboratorios Atral S.A., პორტუგალია №8 28.65 ₾
ცეფიციდი Laboratorios Atral S.A., პორტუგალია №8 28.66 ₾
ცეფიდანტი PharmaVision Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი №10 35.80 ₾
ცეფილონი Nobel Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №10 35.81 ₾
ზიმაქსი — №10 —
ნოვაფიქსინი Deva Holding A.S., თურქეთი №10 —
პიქსიმი Deva Holding A.S., თურქეთი №10 —
ფიქსეფი — №10 —
ცეფიდანტი PharmaVision Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი №5 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039205
მოქმედების ვადა28.09.2028
რეგისტრაციის მფლობელიALKALOID AD Skopje (მაკედონია)
მწარმოებელიALKALOID AD Skopje, მაკედონია
იმპორტიორი —
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (2X5)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 21.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.