პარაცეტამოლი 500 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

პარაცეტამოლი 500 მგ

ტაბლეტი, №200 · მოქმედი ნივთიერება: Paracetamol · ATC N02BE01

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლს _ 500 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1 სთ-ში აღწევს. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5_2 სთ-ის განმავლობაში. ქსოვილებში პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა 80%-ს შეადგენს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 20%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 2_3 სთ-ს შეადგენს. პარაცეტამოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით გამოიყოფა.

ჩვენებები

სხვადასხვა გენეზის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ართრიტი, ალგოდისმენორეა. ციებ-ცხელება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

მოზრდილებში ინიშნება 500 მგ 3_4-ჯერ დღეში არა უმეტეს 5 დღისა.

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 250_500 მგ 1_3-ჯერ დღეში არა უმეტეს 3 დღისა.

გვერდითი მოვლენები

სიმპტომები:

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

უკუჩვენება

• მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;

• ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

• სისხლის სისტემის დაავადებები;

• ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

• 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. პარაცეტამოლი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება

პერორალურად 6 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანება და ღვიძლის კომა გამოიწვიოს.

ინტოქსიკაციის სიპტომები: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში.

ინტოქსიკაციის სიმტომების გამოვლენისას აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აცეტილსალიცილის მჟავა, პირაზოლონის წარმოებულები, კოდეინი, კოფეინი აძლიერებენ პარაცეტამოლის ანალგეზიურ ეფექტს.

პარაცეტამოლისა და ბარბიტურატების, ანტიეპილეფსიური საშუალებების, რიფამპიცინის, ასევე ეთანოლის ერთდროული გამოყენებისას საგრძნობლად იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი.

პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება დაუშვებელია.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ურეცეპტოდ).

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 26.08.2025

ანალოგები · Paracetamol 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პიროფენი იაფი Deva Holding A.S., თურქეთი №20 3.30 ₾
პარაცეტამოლი სოფარმა SOPHARMA JSC, ბულგარეთი №20 3.75 ₾
პარაცეტამოლი სოფარმა SOPHARMA JSC, ბულგარეთი №20 3.75 ₾
პანადოლი — №24 4.80 ₾
პარაცეტამოლი ნორმონი LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი №20 4.90 ₾
პარა-დენკი bene Arzneimittel GmbH, გერმანია №20 6.21 ₾
ეფერალგანი UPSA SAS (Le Passage), საფრანგეთი №16 11.30 ₾
ნოფივა AGIO PHARMACEUTICALS LTD., ინდოეთი №100 —
პანადოლი აქტიფასტი — №20 —
პარამოლანი Medinfar Manufacturing, S.A., პორტუგალია №20 —
პარაცეტამოლი Nabros Pharma Pvt. Ltd, ინდოეთი №100 —
პარაცეტამოლი Nabros Pharma Pvt. Ltd, ინდოეთი №100 —
პარაცეტამოლი დანსონი VETPROM AD, ბულგარეთი №20 —
პარაცეტამოლი ნეო GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი №100 —
პარაცეტამოლი ნეო GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი №100 —
პარაცეტამოლი ჯენერისი Generis® Farmacêutica, S.A., პორტუგალია №20 —
სანადორი S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი №12 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-043928
მოქმედების ვადა26.08.2030
რეგისტრაციის მფლობელიARAVIS PHARMACEUTICALS (ინდოეთი)
მწარმოებელიBELCO PHARMA, ინდოეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ ტაბლეტი №200 (20X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანალგეზური საშუალებები, ანილიდები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 21.12.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.