პოზიტონი (100 მგ + 250 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

პოზიტონი (100 მგ + 250 მგ

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Neomycin sulfate + Nystatin + Triamcinolone acetonide

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 29.70 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

პოსიტონი კრემი

Positon crema

შემადგენლობა

თითო 100 გრამი შეიცავს:

ტრიამცინოლონის აცეტონიდი 100 მგ

ნეომიცინი (სულფატი) ................ 250 მგ

ნისტატინი........................... 10,000,000 IU

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიოქსილ 40 სტეარატი, თვით ემულსირებული გლიცერილ მონოსტეარატი, თეთრი ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ალუმინის ჰიდროქსიდი (მშრალი გელი), ტიტანის დიოქსიდი, სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ეთილენდიამინ დიჰიდროქლორიდი, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), სორბინის მჟავა (E200), დიმეთიკონი, წყალი, q.s.

მოქმედება

პოსიტონის კრემი აერთიანებს ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდს (ტრიამცინოლონის აცეტონიდი), ფართო ანტიბაქტერიული სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს (ნეომიცინის სულფატს) და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების მქონე შესანიშნავ ანტიმიკოზურ საშუალებას (ნისტატინი).

ჩვენება

გამოიყენება შემდეგ პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მეორადი ბაქტერიული ან სოკოვნი ინფექციის რისკი.

დერმატიტი (ატოპიური, ეგზემატური, სტაზი, ნუმულარული, კონტაქტური, ექსუდაციური, სებორეული და ნეიროდერმატიტი).

ანოგენიტალური ქავილი

ეგზემა

ქრონიკული სირსველი

კანის კანდიდოზი

ზერაპირული ბაქტერიული ინფექციები

დოზა და მიღების წესი

2-3 აპლიკაცია დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს სორბინის მჟავას, რამაც კანზე დატანისას შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი.

უკუჩვენება

კანის მწვავე ტუბერკულოზი

კანის სიფილისის სიმპტომები

ვირუსული დერმატიტი

პრეპარატის აუტანლობა.

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ თვალთან ახლოს

ორსულობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ დიდი დოზებით, ფართო ადგილებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ სახვევები კანის ძალიან ფართო ზონებზე, რადგან შეიძლება მოხდეს პრეპარატის შეწოვა და ხელი შეუწყოს ტოქსიურობას.

მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად.

შეუთავსებლობა და ურთიერთქმედება

არ არის აღწერილი

გვერდითი მოვლენები

ჰიპერმგრძნობელობა.

ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში - კანის ატოპიური დარღვევები, კოლაგენის დაკარგვა, დაჭიმულობის ნიშნები.

შეიძლება ჰქონდეს სისტემური გვერდითი მოვლენები, როდესაც დაფარულია სახვევით.

ინტოქსიკაცია

ჭარბი დოზირების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში.

გამოშვების ფორმა

30 გ და 60 გ ტუბები

სამკურნალო პროდუქტი - მხოლოდ რეცეპტით

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტების განკარგვა არ უნდა მოხდეს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასასურველი მედიკამენტები და კონტეინერები განკარგეთ თქვენს ადგილობრივ აფთიაქში SIGRE Point . თუ ეჭვი გაქვთ, სთხოვეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა განკარგოთ არასასურველი მედიკამენტები და კონტეინერები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ამ პრეპარატის შესახებ უფრო დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე http://aemps.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

FAES FARMA, S.A.

Máximo Aguirre, 14 – 48940 Leioa

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 26.06.2018

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-025621
მოქმედების ვადა26.06.2028
რეგისტრაციის მფლობელიFAES FARMA, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATÓRIOS VITÓRIA, S.A., პორტუგალია
იმპორტიორი შპს „ოქსიგენი“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა(100მგ + 250მგ + 10,000,000 სე)/100გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიკორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ნაკლები აქტივობით ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.