პულმოლანი 30 მგ/5 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

პულმოლანი 30 მგ/5 მლ

სიროფი / სუსპენზია, №1 · მოქმედი ნივთიერება: Ambroxol

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 15.19 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

პულმოლანი
PULMOLAN

საერთაშორისო დასახელება - ambroxol hydrochloride

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
20 ტაბ. 30 მგ
სიროფი 30 მგ/5 მლ 100 მლ

პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს. პულმოლანის სიროფის 5 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.

იხილეთ ბლოგი: პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით. პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას. ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

ჩვენებები
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
პულმოლანის ტაბლეტების დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ. თერაპიული ეფექტის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში - 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პულმოლანის სიროფის დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში. ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება დღეში 4-5-ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში - გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში - ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

განსაკუთრებული მითითებები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა. ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები და ვადები
პულმოლანის ტაბლეტების ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პულმოლანის სიროფის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25ºC ტემპერატურამდე (არ გაყინოთ!), სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 29.06.2022

ანალოგები · Ambroxol 30 მგ/5 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
პულმოქსოლი Drogsan Ilaclari San. Ve Tic. A.S, თურქეთი №1 16.45 ₾
პულმოქსოლი Drogsan Ilaclari San. Ve Tic. A.S, თურქეთი №1 16.45 ₾
ლაზოლვანი Opella Healthcare Italy S.R.L (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Delpharm Reims(საფრანგეთი)), იტალია №1 18.08 ₾
ამბროქსოლი ფლუიდოქსი Baldacci Portugal, S.A., პორტუგალია №1 —
ბრონქოტუსი Vefa İlaç San.ve Tic. A.S., თურქეთი №1 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-035700
მოქმედების ვადა29.06.2027
რეგისტრაციის მფლობელი„GM Pharmaceuticals“ Ltd (საქართველო)
მწარმოებელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა30მგ/5მლ 100მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 05.06.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.