როლინოზი 10 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

როლინოზი 10 მგ

ტაბლეტი, №10 · მოქმედი ნივთიერება: Cetirizine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 4.35 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

როლინოზი

ROLINOZ

სავაჭრო დასახელება

როლინოზი, Rolinoz

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ცეტირიზინი, Cetirizine

სამკურნალწამლო ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით და გამყოფი ჭდით.

წვეთები შიგნით მისაღებად.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

შემადგენლობა

ტაბლეტები

პრეპარატის 1 ტაბლეტის შემადგენლობაშია:

აქტიური ნივთიერება:

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ტალკი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.

წვეთები შიგნით მისაღებად

პრეპარატის 1 მლ-ის შემადგენლობაშია:

აქტიური ნივთიერება:

ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის აცეტატდიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი R06AE07

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები.

პიპერაზინის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

როლინოზი _ პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი, ახდენს ანტიჰისტამინურ, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.

მოქმედებს ალერგიული რეაქციების საწყის სტადიაზე, ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას; ხელს უშლის ასევე მოგვიანებითი ალერგიული რეაქციების განვითარებაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილთა შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. აფერხებს კანის რეაქციის განვითარებას ჰისტამინის, სპეციფიური ალერგენების შეყვანაზე, ასევე სიცივეზე (სიცივით პროვოცირებული ჭინჭრის ციების დროს). ამცირებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს.

რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური ეფექტი და პრაქტიკულად არ ახდენს ანტისეროტონინულ და ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აბსორბცია _ 70 %. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2_ შეადგენს დაახლოებით 7-10 საათს.

მინიმალურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით.

გამოყენების ჩვენებები

- სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;

- პოლინოზი (თივის ცხელება);

- ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით);

- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (მათ შორის, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი);

- ალერგიული კონიუნქტივიტი;

- ქრონიკული ეკზემა;

- ბრონქული ასთმა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;

- ანგიონევროზული (კვინკეს) შეშუპება.

უკუჩვენებები

- პრეპარატის კომპონენტების ან ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

- 2 წლამდე ასაკი;

- ორსულობა.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და ახასიათებს გარდამავალი ხასიათი.

საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეპსია.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი.

დოზირება და გამოყენების წესი

როლინოზი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება 2,5 მგ (5 წვეთი) 2-ჯერ დღეში ან 5 მგ (10 წვეთი) ერთხელ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი) ერთხელ დღეში ან 5 მგ (10 წვეთი ან 1/2½ ტაბლეტი) დილას და საღამოს.

მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზით 10 მგ (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი).

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში) არ არის საჭირო როლინოზის დოზის შემცირება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამო აქტივირებული ნახშირის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში _ სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეული დიალიზის ეფექტურობა არ არის დაგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესწავლისას როლინოზის მრავალჯერადი, ერთდროული გამოყენებისას ფსევდოეფედრინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან არ გამოვლენილა ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა), ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

როლინოზი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება

როლინოზის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ფირფიტაზე.

2 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.

წვეთები შიგნით მიღებისთვის.

წვეთები შიგნით მიღებისთვის მუქი ფერის ფლაკონში 20 მლ. ფლაკონი აღჭურვილია საწვეთურით და ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე თავსახურით.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 23.06.2026

ანალოგები · Cetirizine 10 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ტერიქსი Ali Raif Ilac Sanayi A.S., თურქეთი №10 4.35 ₾
ცეტეკი AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Replek Farm Ltd(მაკედონია)), საქართველო №20 6.72 ₾
ცეტეკი AVERSI-RATIONAL LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Replek Farm Ltd(მაკედონია)), საქართველო №20 6.72 ₾
ალერტეკი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №20 6.74 ₾
ცეტირიზინი ნორმონი LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი №20 6.75 ₾
ჰისტაცეტი Laboratorios Atral S.A., პორტუგალია №20 6.75 ₾
ზირტეკი _ №20 8.57 ₾
ზირტეკი10მგ Aesica Pharmaceuticals S.r.l. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -UCB Farchim S.A.(შვეიცარია)), იტალია №7 9.95 ₾
ალერჯი რელიფი Apotex Inc., კანადა №30 19.80 ₾
პარლაზინი EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი №30 19.87 ₾
ალერმედი LEK-AM Sp. Z o.o., პოლონეთი №20 —
ალერტეკი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №10 —
დენსიპი Biofarm Sp. z o.o., პოლონეთი №30 —
კეჰლი Medinfar Manufacturing, S.A., პორტუგალია №20 —
ნოვაცეტრინი Special Product’s Line S.p.A., იტალია №20 —
ნოვექს ცეტირიზინი Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი №10 —
ცეტირიზინი-ნანო GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №20 —
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი Sri Krishna Pharmaceuticals Limited, ინდოეთი №30 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045757
მოქმედების ვადა23.06.2031
რეგისტრაციის მფლობელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
მწარმოებელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 05.06.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.