როზუვასტატინი ნორმონი 5 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული

როზუვასტატინი ნორმონი 5 მგ

ტაბლეტი, №28 · მოქმედი ნივთიერება: Rosuvastatin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 16.44 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები → ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზუვასტატინს, 5,10, 20 მგ-ს კალციუმის როზუვასტატინის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, გლიცერინის ტრიაცეტატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), წყალი გასუფთავებული.

ჩვენებები გამოყენებისთვის:

- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი. ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეულიჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპი), დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის მასის შემცირება) საკმარისი არაა.

- ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე (მაგალითად დაბალისიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) დამატების სახით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თერაპია არაეფექტურია პაციენტისთვის.

გამოყენების წესი და დოზები:

შიგნით მისაღებად. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს და არ უნდა დაქუცმაცდეს, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლით. შეიძლება დაინიშნოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების დროისგან დამოუკიდებლად. 5 მგ დოზით მიღების შემთხვევაში საჭიროა როზუვასტატინის 10 მგ ტაბლეტის ორად გაყოფა. როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიწყოს სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროს. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნების და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ლიპიდების მიზნობრივ დონეებთან დაკავშირებით მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პაციენტებისთვის, რომლებიც იწყებენ პრეპარატის მიღებას და რომლებიც გადადიან ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებიდან როზუვასტატინით მკურნალობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა იყოს 5–10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქოლესტერინის შემცველობის ინდივიდუალური დონე და გულსისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი და ასევე აუცილებელია გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკის გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კვირის შემდეგ . გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, 40 მგ დოზის მიღებისას, პრეპარატის სხვა, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, დოზის გაზრდა 40 მგ-მდე, რეკომენდებულზე მაღალი საწყისი დოზის მიღებისას, 4 კვირის თერაპიის შემდეგ, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში (განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია აქვთ), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ (ლიპიდოლოგიურ, დიაბეტურ ან კარდიოლოგიურ კლინიკებში) . რეკომენდებულია განსაკუთრებული გულდასმით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. არ არის რეკომენდებული 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის. 2-4 კვირის თერაპიის შემდეგ და/ან როზუვასტატინი ნორმონის გაზრდილი დოზის მიღებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლის კონტროლი (საჭიროებისშემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია).

ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. უკუნაჩვენებია როზუვასტატინის ყველა დოზირების მიღება თირკმელების გამოხატულიუკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი). უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით, პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი).

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 18.02.2025

ანალოგები · Rosuvastatin 5 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
მერტენილი იაფი «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი №30 11.65 ₾
მერტენილი «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი №30 11.65 ₾
სორვასტა KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია №28 16.44 ₾
ულტროქსი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №28 16.45 ₾
კრესტორი AstraZeneca UK Limited (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -IPR Pharmaceuticals Incorporated(პუერტო-რიკო)), დიდი ბრიტანეთი №28 57.39 ₾
კრესტორი AstraZeneca UK Limited (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -IPR Pharmaceuticals Incorporated(პუერტო-რიკო)), დიდი ბრიტანეთი №28 57.39 ₾
კრესტორი — №28 57.39 ₾
კრესტორი — №90 —
კრესტორი — №14 —
როზუვასტატინ დენკი Pharmaceutical Works «Polpharma» S.A., პოლონეთი №30 —
როზუვასტატინ დენკი Pharmaceutical Works «Polpharma» S.A., პოლონეთი №30 —
როზუვასტატინი სტადა Hemofarm A.D., სერბეთი №28 —
როზულიპი EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი №28 —
როპუიდო ALKALOID AD Skopje, მაკედონია №30 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-042798
მოქმედების ვადა18.02.2030
რეგისტრაციის მფლობელიLABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფილიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.