სიოფორი XR 500 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

სიოფორი XR 500 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Metformin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

დასახელება - Siofor XR - სიოფორი XR 500მგ 60 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენება

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა მოზრდილებში, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა არ არის საკმარისი გლიკემიის ადეკვატური კონტროლისთვის. მოზრდილებში პრეპარატ სიოფორი® XR-ის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან, ასევე ინსულინთან კომბინაციაში.

გამოყენება

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში.

10-15 დღის შემდეგ საჭიროა დოზის კორექტირება სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით. დოზის თანდათანობით გაზრდის შემთხვევაში პრეპარატი უკეთ აიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. პრეპარატ სიოფორი® XR 500-ის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.

დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს 10-15 დღეში ერთხელ 500 მგ-ით, ეტაპობრივად მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2000 მგ-ის მიღწევამდე, რომელიც უნდა მიიღოთ ვახშმის დროს.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს ტაბლეტების სახით, პრეპარატ სიოფორი® XR-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა საწყისი დოზით, რომელიც მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების სადღეღამისო დოზის ტოლია.

დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური საშუალებიდან გადასვლისას საჭიროა ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტა და პრეპარატ სიოფორი® XR-ის მიღების დაწყება ზემოთ მითითებული დოზით.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში არაკონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი (მიუხედავად იმისა, განვითარდა თუ არა ის ორსულობის დროს, ან არსებობს მუდმივად) შეიძლება იწვევდეს თანდაყოლილი ანომალიების რისკის მომატებას და პერინატალურ სიკვდილიანობას.

ორსულებში მეტფორმინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების რისკის გაზრდაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილი არ არის პრეპარატის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ჩანასახის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. პარაგრაფი 5.3).

ნაყოფის განვითარების დეფექტების რისკის შემცირების მიზნით ორსულებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ რეკომენდებულია არა მეტფორმინის, არამედ ინსულინის მიღება, იმისათვის, რომ სისხლში გლუკოზის დონე შენარჩუნდეს რაც შეიძლება ახლოს ნორმალურ მნიშვნელობასთან.

ძუძუთი კვების პერიოდი

მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. დედის რძესთან ერთად მეტფორმინის მიღების შემთხვევაში ახალშობილებში/ჩვილებში რაიმე არასასურველი ეფექტები გამოვლენილი არ იყო. მაგრამ, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მიღებულია მცირე რაოდენობით, მეტფორმინის მიღებისას ქალებისთვის რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება. ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და პრეპარატის არასასურველი ზემოქმედების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.

ვარგისობის ვადა

3 წელი. მოცემული სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 23.04.2024

ანალოგები · Metformin 500 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
მეტფორმინი დენკი იაფი DENK PHARMA GmbH & Co. KG, გერმანია №30 6.67 ₾
მეტფორმინი დენკი Swiss Caps GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -DENK PHARMA GmbH & Co. KG(გერმანია)), გერმანია №30 6.67 ₾
სიოფორი Menarini-Von Heyden GmbH, გერმანია №60 9.87 ₾
სიოფორი Menarini Von Heyden GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG(გერმანია)), გერმანია №60 9.87 ₾
სიოფორი Berlin-Chemie AG (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Menarini-Von Heyden GmbH(გერმანია)), გერმანია №60 9.87 ₾
სიოფორი Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია №60 9.87 ₾
მეტფორმინი დენკი DENK PHARMA GmbH & Co. KG, გერმანია №100 11.46 ₾
მეტფორმინი დენკი Swiss Caps GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -DENK PHARMA GmbH & Co. KG(გერმანია)), გერმანია №100 11.46 ₾
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №30 12.71 ₾
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №30 12.71 ₾
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №30 12.71 ₾
მეთფოგამა Wörwag Pharma Operations spółka z ograniczoną odpowiedzialnością, პოლონეთი №120 12.75 ₾
სიოფორი XR Berlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია №60 16.52 ₾
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №60 —
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №60 —
გლუკოფაჟი XR Merck Sante s.a.s., საფრანგეთი №60 —
ინსუფორი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №30 —
მატოფინი-სანოველი XR Sanovel Ilac Sanayi ve Ticaret A.S, თურქეთი №100 —
მეთფორმინი-დენკი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში №50 —
მეთფორმინი-დენკი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში №50 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-040830
მოქმედების ვადა06.04.2028
რეგისტრაციის მფლობელიBERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
მწარმოებელიBerlin-Chemie AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Berlin-Chemie AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა500მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30 (2X15)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიშაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 22.01.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.