ტაკროლინი 0.03%
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული აფთიაქებში არ იყიდება

ტაკროლინი 0.03%

მალამო / გელი · მოქმედი ნივთიერება: Tacrolimus

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

ტაკროლინი მალამო 0.1% 30გრ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება: შეიცავს ტაკროლიმუსის მონოჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 1.0 მგ ტაკროლიმუსის.

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი ფერის ცვილი, პროპილენკარბონატი, ვაზელინი.

ჩვენება:

ტაკროლინი 0.1% მალამო გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც ტრადიციული მეთოდებით თერაპია, როგორიცაა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის შემცველი ანტიანტებითი და სხვა მდგომარეობების დროს გამოყენებული მედიკამენტები), არ იძლევა ადეკვატურ შედეგს ან პაციენტებს არ შეუძლიათ მათი გადატანა.

როგორც კი მძიმე ატოპიური დერმატიტი ალაგდება ან თითქმის ალაგდება 6-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, და პაციენტს აღენიშნება ხშირი რეციდივი (როგორიცაა 4 ან მეტი წელიწადში), შესაძლებელია რეციდივის განვითარების პრევენცია ან რეციდივებს შორის თავისუფალი პერიოდის გახანგრძლივება მოხდეს ტაკროლინი 0.1% მალამოს გამოყენებით კვირაში ორჯერ. ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) შემთხვევაში კანის იმუნური სისტემის ჰიპერრეაქცია იწვევს კანის ანთებას (ქავილი, სიწითლე, სიმშრალე). ტაკროლინი ცვლის პათოლოგიურ იმუნურ პასუხს და ხსნის კანის ანთებასა და ქავილს.

გამოყენების წესი:

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ

ტაკროლინის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მიღების გზა და მეთოდი:

ტაკროლინის წასმა უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე.

ტაკროლინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის უმეტეს ნაწილებზე, მათ შორის სახეზე, ყელზე და იდაყვის და მუხლის მოხრის ადგილებში.

მალამო არ უნდა იქნას გამოყენებულ პირის ღრუში, ცხვირში და თვალებზე. მალამოს კონტაქტისას ამ უბნებთან უნდა მოხდეს მისი მოშორება და/ან გულმოდგინედ წყლით ჩამობანა.

არ უნდა მოხდეს ნამკურნალები კანის უბნის შეხვევა, ნახვევის დადება.

საჭიროა ხელების დაბანა ტაკროლინის გამოყენების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ ხდება ხელების მკურნალობა.

ბანაობის ან შხაპის მიღების შემდეგ, ტაკროლინის გამოყენებამდე, კანი უნდა იყოს სრულიად მშრალი.

მოზრდილი პაციენტები (16 წელი და მეტი ასაკი)

მოზრდილი პაციენტებისათვის (16 წელი და მეტი ასაკი) მოწოდებულია ტაკროლინის ორი დოზა: ტაკროლინი 0.03% მალამო და ტაკროლინი 0.1% მალამო. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

ზოგადად, მკურნალობა უნდა დაიწყოს ტაკროლინი 0.1% მალამოთი ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, და გაგრძელდეს ეგზემის სიმპტომების გაქრობამდე. მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს გამოყენების სიხშირის შემცირების ან ტაკროლინი 0.03% მალამოს გამოყენების საჭიროებას.

კანის ყოველი დაზიანებული უბნის მკურნალობა უნდა მოხდეს ეგზემის ალაგებამდე. გაუმჯობესება ჩვეულებრივ აღინიშნება ერთ კვირაში. თუ ორი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სხვა შესაძლო მკურნალობის შესახებ.

ექიმმა ტაკროლინი 0.1% მალამო შეიძლება დანიშნოს კვირაში ორჯერ ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სრულად ან თითქმის სრულად ალაგების შემდეგ. ტაკროლინი 0.1% მალამო გამოიყენება დღეში ერთხელ და კვირაში ორჯერ (მაგ.: ორშაბათს და ხუთშაბათს) სხეულის იმ ადგილებში, რომლებიც ჩვეულებრივ ზიანდება ატოპიური დერმატიტით. ტაკროლინის მალამოს გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 2-3 დღე. თუ სიმპტომები ისევ ვითარდება ტაკროლინის მალამო გამოყენებულ უნდა იქნას დღეში ორჯერ ზემოთ აღწერილის მიხედვით და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის შესაფასებლად.

შენახვის წესი:

ტაკროლინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25 C-ის ქვემოთ.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 01.04.2022

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ/ა-P-0155
მოქმედების ვადა01.04.2027
რეგისტრაციის მფლობელიFARMA-TEK İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. (თურქეთი)
მწარმოებელი—
იმპორტიორი —
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა0.03% 30გ მალამო
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიდერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატიტების სამკურნალო საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებისა
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.