ტადალაფილი ნორმონი 20 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ტადალაფილი ნორმონი 20 მგ

ტაბლეტი, №4 · მოქმედი ნივთიერება: Tadalafil

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 31.41 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

პოზოლოგია და მიღების წესი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ–ს.

იმ პაციენტებში, რომელთანაც 10 მგ ტადალაფილს არ აქვს ადეკვატური ეფექტი, შესაძლოა იცადოს 20 მგ–ნი დოზა.

მიიღეთ სექსუალურ აქტივობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

ტადალაფილი ნორმონი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

მაქსიმალური დოზის სიხშირე არის დღეში ერთხელ.

ტადალაფილი ნორმონი არ არის რეკომენდებული უწყვეტი ყოველდღიური გამოყენებისთვის.

დოზის კორექტირება არ არის საჭირო ხანდაზმულ ადამიანებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ექსციპიენტის მიმართ.

გულის დაავადება, სადაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული.

მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 90 დღის განმავლობაში.

არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია სქესობრივი აქტის დროს.

ნიუ იორკის გულის ასოციაციის მე–2 კლასი ან ზემოთ.გულის უკმარისობა ბოლო 6 თვის განმავლობაში.

არაკონტროლირებადი არითმიები, ჰიპოტენზია (<90/50 მმ Hგ) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.

ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ნებისმიერი ფორმის ორგანული ნიტრატის თანხმლები გამოყენება.

ტადალაფილი ნორმონის თანმხლები გამოყენება გუანილატციკლაზის სტიმულატორებთან ერთად.

ერთ თვალზე მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) შედეგად.

სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კარდიოვასკულარული სტატუსის გათვალისწინება, რადგან არსებობს სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული გულის მხრიდან გართულებების რისკის ხარისხი.

უცნობია ეფექტურია თუ არა ტადალაფილი იმ პაციენტებში,რომლებსაც მენჯის ოპერაცია ან რადიკალური არა ნერვ–დამზოგველი პროსტატექტომია ჩაუტარდათ.

ტადალაფილი ნორმონის თანმხლები გამოყენება - ბლოკატორთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ.

განსაკუთრებული სიფრთხილე აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან :

ღვიძლის მწვავე უკმარისობას.

სასქესო ასოს ანატომიურ დეფორმაცის (როგორიცაა, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პრიაპიზმისკენ მიდრეკილებას (ნამგლისებურ –უჯრედული ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია)

ფარმაკოლოგია და ბიოექვივალენტობა

ბიოექვივალენტობის კვლევა შესრულდა ტადალაფილი ნორმონი 20 მგ–ით ჩიალის ® 20 მგ-ის შედარებით.

პროდუქტები ბიოექვივალენტურია სიჩქარისა და აბსორბციის/ელიმინაციის თვალსაზრისით.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 27.11.2023

ანალოგები · Tadalafil 20 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ტადალაფილი ფარმოზი იაფი Atlantic Pharma-Producoes Farmaceuticas, S.A., პორტუგალია №4 29.48 ₾
არისტა WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №4 37.95 ₾
ანდრაქსი GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო №7 —
ვოლკრონი Sofarimex - Industria Quimica e Farmaceutica, S.A., პორტუგალია №4 —
ლიფტა Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი №4 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039623
მოქმედების ვადა27.11.2028
რეგისტრაციის მფლობელიLABORATORIOS NORMON, S.A. (ესპანეთი)
მწარმოებელიLABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიუროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.