ტერბიზილი 1%
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ტერბიზილი 1%

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Terbinafine

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 14.64 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

ტერბიზილი 1%-იანი კრემი

(Terbisil)

გენერიული დასახელება:

ტერბინაფინი

წამლის ფორმა:

კრემი, გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:

ტერბიზილის 1%-იანი კრემი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: მწვავე ნატრიუმი, ბენზილის სპირტი, მონოსტეარატის სორბიტანი, ცეტილ-პალმიტატი, ცეტილის სპირტი, ცეტილ-სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი, დემინერალიზირებული წყალი.

ჩვენებები:

ტერბიზილის კრემი გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებების სამკურნალოდ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენება:

ტერბიზილის კრემი არ გამოიყენება პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება:

ტერბიზილის 1%-იანი კრემი გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. კრემი დღეღამეში 1-2-ჯერ ჩვეულებრივ თხელ ფენად დაიტანება წინასწარ გასუფთავებული მშრალი კანის ზედაპირზე, მსუბუქი შეზელვით. სარძევე ჯირკვლების მიდამოში, თითებს შორის, დუნდულოებისა და საზარდულის ნაკეცებში კრემის გამოყენება შესაძლებელია დამცავი ნახვევის ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა იწვევს ინფექციის რეციდივს.

პრეპარატის მიღებიდან 1-2 კვირის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ფრჩხილის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია შედარებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსი. ახალი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია (მაგალითად, დეზინფექცია და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება).

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად! მისი თვალის ლორწოვანი გარსზე გამოყენება დაუშვებელია. თვალის მიდამოში მისი შემთხვევითი მოხვედრისას საჭიროა დიდი რაოდენობით წყლით დაბანა, გამწვავების შემთხვევაში სასურველია ოკულისტის კონსულტაცია.

კრემის ყოველი გამოყენებისას რეკომენდებულია ხელების დაბანა.

გვერდითი მოვლენები:

მკურნალობისას მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე ან ქავილი. აღნიშნული ეფექტის განვითარების დროს რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ზემოთაღნიშნული მოვლენები ატარებენ მსუბუქ ხასიათს და მკურნალობის დამთავრებისთანავე ქრება.

ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!

შენახვის პირობები:

ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა:

15გ. ტუბი 1 ცალი

გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება

ს.ს.გედეონ რიხტერი

ბუდაპეშტი, უნგრეთი

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 02.06.2026

ანალოგები · Terbinafine 1%

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ტეკფინი იაფი — №1 4.71 ₾
ტერბიფინი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №1 14.64 ₾
ტერბიფინი NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი №1 14.64 ₾
ტერბაქსოლი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №1 15.96 ₾
ტერბაქსოლი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №1 15.96 ₾
ფუნგოსილი Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი №1 15.96 ₾
ალიციდი Pharma Plant İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი №1 15.97 ₾
ბინაფინი BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი №1 —
ერბინოლი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №1 —
ტერბინაფინი სლავია S.C. SLAVIA PHARM S.R.L., რუმინეთი №1 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-045600
მოქმედების ვადა02.06.2031
რეგისტრაციის მფლობელიGedeon Richter Plc. (უნგრეთი)
მწარმოებელი«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1% (10მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 14.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.