ტოქსივენოლი 300 მგ + 3 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ტოქსივენოლი 300 მგ + 3 მგ

ტაბლეტი, №30 · მოქმედი ნივთიერება: Carbazochrome + Troxerutin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 56.70 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ტროქსერუტინი 300 მგ, კარბაზოქრომი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
არავიული გუმფისი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, კაოლინი, ფორთოხლის ყვითელი S (E 110), ნატრიუმის ინდიგო დისულფონატი (E 132), საქაროზა.

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ორმხრივ ამოზნექილი მრგვალი, გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: რა არის ტოქსივენოლი და რა როლი აქვს მას ვენური დაავადებების მკურნალობაში?

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის, ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს მის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და სისხლდენის სინდრომების მკურნალობა კაპილარების მომატებული სისუსტის დროს. ტროქსერუტინი, ვიტამინი P4, არის ბიოფლავონოიდი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვოვან რეზისტენტობას (სისხლძარღვების დამცავი მოქმედება) და ამცირებს განვლადობას, ხელს უშლის რა სისხლის თხევადი კომპონენტის ჭარბ შეღწევას ქსოვილებში (გამავლობისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება). პრეპარატი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რაც გავლენას ახდენს მემბრანის განვლადობაზე და თრგუნავს ჰიალურონის სინთეზს, რომელიც აქტივაციის შედეგად გამოიმუშავებს მუკოპოლისაქარიდს - ჰიალურონის მჟავას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეზე. გარდა ამისა, აღინიშნება ჰისტამინის (პისტამინი აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს შეშუპებას) გამოთავისუფლების შემცირება.
კარბაზოქრომი – ორთოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე, მეორეხარსხოვანი ამინის ჯგუფისა და ო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. სისხლმდენი ზონის წვრილ სისხლძარღვებზე ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება ზეგავლენას ახდენს სისხლდენის ხანგრძლივობის შემცირებაზე. აღნიშნული ეფექტი ვითარდება არტერიული წნევის მომატებისა და გულის მუშაობაზე ზეგავლენის გარეშე. გამოვლინდა, რომ კარბაზოქრომი აშკარა ზეგავლენას ახდენს კაპილარების სიმტკიცესა და განვლადობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის ძალაზე.

ჩვენებები
- ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
- ჰემოროიდული კვანძები;
- დიაბეტური ანგიოპათია;
- რეტინოპათია.

მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 2-4 ტაბლეტი დღეში.

გვერდითი მოვლენები
საერთოდ პრეპარატი კარგად გადაიტანება; გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტია და ხანმოკლე. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავისმხრივი მოვლენები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე

ჭარბი დოზირება
პრეპარატის თვითნებური თუ უნებლიე ჰიპერდოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ასკორბინის მაჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - ექიმის რეცეპტით.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 28.12.2023

ანალოგები · Carbazochrome + Troxerutin 300 მგ + 3 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ტოქსივენოლი WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი №30 56.70 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039882
მოქმედების ვადა13.10.2027
რეგისტრაციის მფლობელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
მწარმოებელიWORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა300მგ + 3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფივაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 05.06.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.